Ferrari – ს სპეციალური პროექტების განყოფილება განაგრძობს VIP კლიენტების მომსახურებას. პროგრამა One-Off -ის ფარგლებში შემდეგი მოდელი Omologata გახდა, კუპე, რომელიც სერიული წარმოების მოდელ 812 Superfast – ის ფუძეზე შეიქმნა.

სუპერქარის კორპუსი მთლიანად განახლდა, ​​დონორისგან მხოლოდ წინა შუშები და წინა საქარე მინა გადმოჰყვა. უკანა საქარე მინა საერთოდ არ აქვს – მის ნაცვლად, დამონტაჟებულია ცარიელი პანელი სლოტებით. ახალი Omologata  – ს ექსტერიერის დიზაინი გასული საუკუნის სამოციანი წლების მოდელებს აცოცხლებს.

სალონში ცვლილებები გაცილებით ნაკლებია, ყველაფერი პერსონალიზებულია: სავარძლების ზედაპირი დამზადებულია ცისფერი ტყავისა და ჯინს Jeans Aunde – ისგან. სტანდარტული ვერცხლის აქცენტები შავით არის შეცვლილი.

ძრავა შეცვლილი არ არის – 6.5 ლიტრიანი 800 ცხენის ძალის V12, შვიდსიჩქარიან რობოტთან არის დაწყვილებული. ფასი ტრადიციულად არ არის გასაჯაროებული, მაგრამ ის აშკარად რამდენჯერმე აღემატება სერიულ 812 სუპერფესტს, რომლის ფასი 340 ათასი დოლარიდან ღირს.