ტექნოლოგიური გიგანტი საავტომობილო სფეროში შებიჯებას 2024 წელს გეგმავს…

როგორც DigiTimes გვამცნობს, ეფლის ხელმძღვანელები ამჟამად აზიაში იმყოფებიან, სადაც ტოიოტას წარმომადგენლობასთან აქვთ ჩანიშნული შეხვედრა, შეხვედრის მიზანი Apple-ს და Toyota-ს მომავალი პარტნიორობაა.

Apple-ს სტაბილური პარტნიორი ესაჭიროება, რადგან თავისი პირველი სერიული ავტომობილის გამოშვება უკვე 2024 წელს უნდა.

Apple car სრულად ელექტრო და ნახევრად ავტონომიური იქნება

შეხვედრის დეტალები სამწუხაროდ ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც DigiTimes იუწყება, ყურადღების ცენტრში ელექტრო ბატარეები იქნება, რადგან ეფლის ავტომობილი სრულად ელექტრო იქნება.

ამასთან, კიდევ ერთი წყარო MacRumors გვამცნობს, რომ Apple-ის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ სამხრეთ კორეულ SK Group-ს და LG Electronics-ს, ამ შეხვედრების მთავარი თემაც სწორედ ელემენტების ტექნოლოგიები იყო.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Apple car უკვე დაუკავშირეს შემდეგ კომპანიებსაც: Nissan, Magna, Hyundai, მაგრამ ჯერჯერობით გადაჭრით არაფერია ნათქვამი.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით,
Apple-ს თავისი ელექტრო, ნახევრად ავტონომიური მანქანის წარმოების დაწყება, 2024 წლიდან სურს,  და ამ მომენტისთვის ის საიმედო მომწოდებლის ძიებაშია. Reuters-მა ისიც კი დაწერა, რომ ტექნოლოგიურ გიგანტს ახალი თაობის ბატარეების შექმნა აქვს მიზნად, რომელიც როგორც ეფლის ავტომობილისთვის, ასევე iPhone-ისთვის რევოლუციური გადაწყვიტა იქნება.

რა სურთ Apple-ში: სხვისი ბატარეების ტექნოლოგიის გამოყენება, სანამ თავისი ელემენტების ხაზი იქნება მზად, თუ კომპანია “აუთსორსინგით” არის დაინტერესებული და შემსრულებელს ეძებს, ამ ეტაპზე გადაჭრით რამის თქმა ძნელია.

თუმცა ერთი რამ ნათელია: 2024 წელი Apple car-ის გაშვებისთვის მეტად ოპტიმისტური დროა, თუ გავითვალისწინებთ მიკროსქემების დეფიციტს და COVID-19-ისგან გამოწვეულ გლობალური ჯანდაცვის კრიზისს.

წინა სტატიავიდეო: Chevy Camaro ZL1 VS Acura NSX
შემდეგი სტატიაAudi Grand Sphere Concept: განსაცვიფრებელი 710 ცხენის ძალის მქონე ელექტრო GT
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში