აგენტი 007-ის მანქანა 25 წლის წინ ფლორიდის აეროპორტის კერძო ფარდულიდან მოიპარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიმს ბონდის,  ცნობილი, £18m (გირვანქა სტერლინგის) ღირებულების ავტომობილი – Aston Martin DB5 ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე შენიშნეს.

Aston Martin DB5, მაყურებელს  1964 წლის საკულტო ფილმ Goldfinger-იდან დაამახსოვრდა. Goldfinger-ი ჯეიმს ბონდის  პირველ ოფიციალურ ბლოკბასტერად ითვლება. ფილმში აგენტი 007-ის როლს შონ კონერი ასრულებს, სწორედ მისი მანქანაა Aston Martin DB5.

Aston Martin DB5 25 წლის შემდეგ იპოვეს

„მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მანქანა“

სწორედ ასე უწოდეს BD5-ს, ის აღჭურვილი იყო ეჟექტორული (კატაპულტირების უნარის მქონე) სავარძლით, ტყვიამფრქვევი და გამანადგურებელი ბორბლებით, ტყვიაგაუმტარი ფარით და წყლის და ჰაერის გამანაწილებლით.

ავტომობილი ფილმისთვის, სპეციალური ეფექტების ექსპერტმა, ჯონ სტირმა შეცვალა. მან შექმნა „კატალიზატორი“ ასტონ მარტინსა და 007-ს შორის, ეს კავშირი კი დღემდე გრძელდება.

ფილმის ორიგინალი მანქანა 1997 წელს მოიპარეს ფლორიდის “ბოკა რატონის” აეროპორტის კერძო ფარდულიდან. ფილმში გამოყენებული ოთხი DB5-დან ეს ერთ-ერთი იყო.

Aston Martin DB5 25 წლის შემდეგ იპოვეს

ახლა მისი ღირებულება, დაახლოებით 18.2 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მანქანა თავდაპირველად, 1986 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა ენტონი პუგლიზმა 275,000 დოლარად შეიძინა.

ავტომობილის ქურდობა დეტალურად იყო აღწერილი პოდკასტის სერიაში “ყველაზე ცნობილი მანქანა მსოფლიოში”, სწორედ ამ გადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია მანქანის ამჟამინდელი ადგილმდებარეობის შესახებაც.

ტელეგრაფის  გამოაქვეყნებულ  ინფორმაციაში, ნათქვამია, რომ შემჩნეული DB5-ის VIN ნომერი შეესაბამება მოპარული მანქანის ნომერს და ითვლება, რომ მოდელი ახლა კერძო მანქანების კოლექციაშია.

Aston Martin DB5 25 წლის შემდეგ იპოვეს

მანქანის ახლანდელი ადგილსამყოფელი დაზუსტებით არ იციან, თუმცა, დასახელებულია 4 სავარაუდო ლოკაცია- საუდის არაბეთი, დუბაი, ქუვეითი და ბაჰრეინი.

Art Recovery International-ის დამფუძნებელმა კრისტოფერ მარინელომ ტელეგრაფს განუცხადა-”ამ ქვეყნებში არიან ავტომობილების მთავარი კოლექციონერები და მე მაქვს ინფორმაცია, რომ მანქანა შეიძლება ერთ-ერთის მფლობელობაში იყოს“,

შეგახსენებთ, რომ Art Recovery International-ი არის კერძო ორგანიზაცია, რომელიც მოპარულ ხელოვნების ნიმუშებს სწავლობს და იძიებს, მათი ოფისი იტალიაში ქალაქ ვენეციაში მდებარეობს.

როგორც ჩანს, მოპარული Aston Martin DB5-ის ბედით, სწორედ ეს ინტერნაციონალური ორგანიზაციაა დაინტერესებული.

”მე იმედი მაქვს, რომ მფლობელი გამოჩნდება ნებაყოფლობით, სანამ განცხადების გაკეთება მომიწევს. ჩემი პოლიტიკაა მოპარული და გაძარცული საგნების მფლობელებს მფლობელებს მივცეთ უფლება გააკეთონ სწორი არჩევანი”! -კრის მარინელო.

Art Recovery-ს დამფუძნებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ ახლანდელი მფლობელი მათ თავად დაუკავშირდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კინო ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტის დაბრუნებაში.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატიაTesla-ს ავტოპილოტის მიერ გამოწვეულ ავარიებს, აშშ-ს მარეგულირებელი კომისია იძიებს
შემდეგი სტატიაახალი BMW M5 PHEV 750 ცხენის ძალით