ტესტირება “მზის ქვეშ”- ანუ Bugatti Centodieci-ს საწარმოო სამზადისის ბოლო აკორდები

ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ ბუგატს- Centodieci-ს, კუთვნილი, საწყისი პოზიციის დაკავებამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აშორებს.

სუპერ მანქანის ე.წ „hot-weather“ ტესტირება დასრულდა

Bugatti Centodieci-ს წარმოებასთან მხოლოდ 1 ბანიჯი აშორებს
აღნიშნეს, რომ 10 დან 1ჰიპერქარის სერიული წარმოება მომავალ წელს დაიწყება.

ფრანგმა სუპერ ავტომობილების სპეციალისტებმა პარასკევს განაცხადეს, რომ Centodieci-მ ე.წ „hot-weather“ ტესტირება დაასრულა. (რაც წარმოებამდელ გამოცდას გულისხმობს. უფრო ზუსტად, ნედლეულის, საწვავის, კატალიზატორების ან მსგავსი მასალების გამოყენებას დატვირთვის, მუშაობის ან წარმოების სადემონსტრაციოდ)

აღნიშნეს, რომ 10 დან 1ჰიპერქარის სერიული წარმოება მომავალ წელს დაიწყება.

Centodieci-ს წარმოება 2019 წელს დააანონსეს. ავტომობილი ბუგატის 110-წლიან წარმატებულ კურსს აგრძელებს, ის განსაკუთრებული დიზაინით და შესრულებით გამოირჩევა.

ამ მოდელის „გაცოცხლებით“, ბუგატიმ ეპოქალური EB110-ის ხელახალი ინტერპრეტაცია შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ 1991 წელს, EB110-ის წარდგენისას ის თავისი დროის ყველაზე სწრაფ და არაჩვეულებრივ სუპერ მანქანად ითვლებოდა.

მის განსაკუთრებულობას აძლიერდებდა ის ფაქტიც, რომ ის ერთადერთი იყო, რომელიც რომანო არტიოლის კომპანიის სათავეში ყოფნის დროს შეიქმნა, ანუ მანამ, სანამ ბრენდს 1998 წელს ფოლკსვაგენ ჯგუფი შეიძენდა.

ქირონზე დაფუძნებული ავტომობილი EB110-ის შტრიხებით

Bugatti Centodieci-ს წარმოებასთან მხოლოდ 1 ბანიჯი აშორებს
8.0-ლიტრიანი W-16 ძრავი 1600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

Centodieci დაფუძნებულია ქირონზე და  EB110-ის დიზაინის რამდენიმე დეტალი გააჩნია-კუთხოვანი ფორმა, ნალის ფორმის ცხაური და 5 მრგვალი საჰაერო გვერდითა ფანჯრების უკანა მხარეს.

დიზაინთან ერთად, შთამბეჭდავია მისი 8.0-ლიტრიანი W-16 ძრავი, რომელზეც ამბობენ, რომ 1600 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას კი სულ რაღაც 2.4 წამში ახერხებს.

პრესრელიზში აღნიშნეს, რომ ავტომობილი ტესტირებას აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთში 3 კვირის განმავლობაში გადიოდა. დაკვირვების და ანალიზის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მანქანა შექმნილ დაბრკოლებებს წარმატებით გაუმკლავდა.

მათი თქმით ტესტირება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შემოწმება. ეს არის შესაძლებლობა, ახალი და მოულოდნელი დაბრკოლებების გათვალისწინებით, გაუმჯობესდეს ავტომობილის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები.

წარმოებამდე 299 337 კილომეტრია

Bugatti Centodieci-ს წარმოებასთან მხოლოდ 1 ბანიჯი აშორებს
წინ 299 337 კმ-ის მქონე მაღალსიჩქარიანი ტესტირებაა

მიუხედავად იმისა, რომ Centodieci-მ ტესტირება „მარტივად“ ჩააბარა, სუპერ მანქანაზე მცირედი შესწორებები მაინც გაკეთდა, მაგალითად, ზეთის გამაგრილებლის მახლობლად,  დაბალი ტემპერატურის შენარჩუნების მიზნით, საჰაერო ხვრელი დაამატეს.

ახლა რაც Centodieci-სა და გარესამყაროს ერთმანეთთან აშორებს 299 337 კმ-ის მქონე მაღალსიჩქარიანი ტესტირებაა. მას შემდეგ, რაც ეს გამოცდაც დასრულდება, ინჟინრები ხელს მოაწერენ და წარმოებაც მოლშიემში, საფრანგეთში დაიწყება.

მოკვდავებიც და 10 იღბლიანაიც მოუთმენლად ველოდებით უნიკალური Centodieci-ს წარმოების დაწყებას. შეგახსენებთ, რომ 10-დან 1 იღბლიანი ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუა.

წინა სტატიაMercedes-AMG One ჰიპერქარის წარმოება 2022 წელს დაიწყება
შემდეგი სტატია2021 Land Rover Range Rover-ფაქტები, მახასიათებლები, ღირებულება.