თქვენს წინაშეა 2024 Chevrolet Silverado EV, შთამბეჭდავი პიკაპი 2 ვერსიით- WT და RST. რომლის სავარაუდო ფასი 41,600 დოლარიდან 100,000 დოლარამდე იქნება

დავიწტოთ იმით, რომ 2024 წლის Chevrolet Silverado EV პირველი ელექტრიფიცირებული პიკაპი არ არის! ის არც General Motors-ის პიონერია! მაგრამ რიცხვებით თუ ვიმსჯელებთ ამ ავტომობილს აქვს პერსპექტივა, თავის სეგმენტში, გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი!

“ნიჭით დაჯილდოვებული”

სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, Silverado EV-ს სატვირთო მანქანის მოყვარულთათვის სასურველი ყველა ტიპის ჭკვიანი ფუნქცია  „მოჰმადლეს“!

დავიწყოთ შთამბეჭდავი ციფრებით: ელექტრო ფურგონი ერთჯერადი დამუხტვით 644 კმ-იან დიაპაზონს გვთავაზობს, ეს ყველაფერი კი ეფექტური, Ultium ბატარეის პაკეტის წყალობით.

ორმაგი ძრავები ოთხივე ბორბალს 664 ცხენის ძალით და 1063 ნიუტონ/მეტრით ატრიალებენ.

ჩართეთ Wide Open Watts (დიახ… WOW) რეჟიმი!  Chevy ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პიკაპი 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,5 წამში შეძლებს.

DC სწრაფი დამუხტვა 350 კვტ სიმძლავრეზე 161 კმ-ს დისტანციას 10 წუთში აღიდგენს. თუ თქვენ ბუქსირებას იყენებთ Silverado EV-ს 5 ტონიან ტრაილერთან გამკლავება შეუძლია.

WT თუ RST?

Chevrolet-ი Silverado EV-ს 2-ვარიანტად შემოგვთავაზებს

Chevrolet-ი Silverado EV-ს 2-ვარიანტად შემოგვთავაზებს- საბაზისო Work Truck (WT)-ს და ფლაგმანურ RST მოდელს. ზემოაღნიშნული რიცხვები ფლაგმანური RST მოდელით მიიღწევა, თუმცა, საბაზისო WT-ც შთამბეჭდავ მაჩვენებლებს გვთავაზობს.

მაგალითვისთვის, 644 კმ-იანი დიაპაზონი, რომელიც ერთჯერადი დატენვით მიიღწევა WT ვარიანტზეც ვრცელდება, ანალოგიურია სწრაფი დატენვის უპირატესობებიც.

ვარიაციებს შორის ძირითადი განსხვავება სიმძლავრეზე მოდის, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ვინმეს 510 ცხენის ძალა და 834 ნმ ბრუნვის სიხშირე ეცოტავოს.

სხვაობა ბუქსირების „გრამაჟობასაც“ ითვალისწინებს. საბაზისო მოდელის შემთხვევაში წონა 4 ტონამდე ჩამოდის. Chevrolet -ი აანონსებს, რომ მოგვიანებით WT ფლოტი-ს მაჩვენებელი, ბუქსირების თვალსაზრისით, 10 ტონამდე აიწევს.

რაც შეეხება RST-ს, ის აერთიანებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა: rear-wheel steering სისტემა, ავტომატური ადაპტირებული სუსპენზია, სუპერ კრუიზი და „რეგულირებადი“ ფურგონი.

ინტერიერი და ტექნოლოგია

რაც შეეხება ინტერიერს- ორივე ვარიანტს თითქმის მსგავსი „მორთულობა“ აქვს, მცირე განსხვავებებით, მაგალითად- ორივე შემთხვევაში გამოყენებულია ციფრული დისპლეი, თუმცა RST-ს მასიური, ციფრულ ინსტრუმენტთა კლასტერზე გადაჭიმული 17-ინჩიანი ცენტრალური ციფრული ეკრანი აქვს.

ორივე სატვირთო მანქანა ახალი, GM-ის მიერ შექმნილი, Ultifi Linux-ზე დაფუძნებული პროგრამული პლატფორმით სარგებლობს.

Ultium-ის უპირატესობები

ბენზინის ძრავის არქონა, დამატებით სივრცეს ქმნის. ადგილის კონფიგურირებით კონკრეტული ნივთების განთავსებაა შესაძლებელი.

ორივე ვარიანტის შემთხვევაში გაუმჯობესებული კაბინა მეტ სივრცეს და კომფორტულ ჯდომას/მგზავრობას უზრუნველყოფს. საბოლოოდ Silverado EV შესამჩნევად შორდება წვის ენერგიით მომუშავე ოჯახის სტილს და ტექნოლოგიურ თავისებურებებს.

ხელმისაწვდომობა და ფასი

შთამბეჭდავი ელექტრო-პიკაპის Silverado EV-ის წარმოებამდე 1 წელი გვაშორებს

შთამბეჭდავი ელექტრო-პიკაპის Silverado EV-ის წარმოებამდე 1 წელი გვაშორებს. Chevrolet-ის ამჟამინდელი გეგმით Silverado EV WT-ს 2023 წლის გაზაფხულზე ვიხილავთ, RST-ს კი- შემოდგომაზე.

შევროლეტის თქმით პირველი გამოცემა 105,000 დოლარი ეღირება. WT-ს საწყის ფასად კი 41,595 დოლარი სახელდება.

Gallery: 2024 Chevrolet Silverado EV

წინა სტატიაCadillac InnerSpace- კონცეპტუალური ავტონომიური მანქანა CES-ზე
შემდეგი სტატიაყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)