2023 Ford Ranger- ვიდეოში პიკაპის „უხეში“ ტესტირების მომენტებია აღბეჭდილი

მომავალი თაობის Ford Ranger-ი, როგორც ნამდვილი გლობალური სატვირთო მანქანა 180-ზე მეტ საავტომობილო ბაზარზე გაიყიდება. სატვირთო ავტომობილის მიზანი სხვადასხვა ლანდშაფტური დაბრკოლებების წარმატებით გადალახვაა.

შთამბეჭდავი ვიდეო უგზოუკლობის მოყვარულთათვის

პიკაპი Volkswagen Amarok-ის ახალ ბაზას ეფუძნება, ასე რომ საშუალო ზომის სატვირთო მანქანას წინ უამრავი გამოცდა ელოდება, მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლების მოლოდინი/მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს.

ფორდმა განვითარების ფაზის „საშინაო დავალება“ წარმატებით შეასრულა. განახლებულმა რეინჯერმა უდაბნოში 10 000 კილომეტრი გაიარა, ეს დატვირთვა კი ავტომწარმოებლის მტკიცებით 1,250,000 კილომეტრის გავლის ექვივალენტია.

ფორდი ასევე ამბობს, რომ ეს ციფრები Off-road გამავლობის 625,000-იან კილომეტრს უტოლდება, თანაც სრული დატვირთვით.

ექსტრემალურ ტროპიკულ ამინდში პროტოტიპებს 50° ცელსიუსზე მეტი ტემპერატურის გაძლება  უწევდათ. ზოგიერთ სატესტო მანქანას კი ბუქსირებისას ალპური უღელტეხილის გავლაც მოუწია.

ფოტოები 2023 Ford Ranger-ის ტესტირებიდან

რეალური სამყაროს „დაბრკოლებებამდე“ Ranger-ს პრაქტიკულად ათასობით საათის განმავლობაში უტარდებოდა სიმულაციური გამოცდები.

მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული სიმულაციები ინჟინრებს განვითარების ეტაპების დაჩქარების საშუალებას აძლევდა, პროტოტიპების გადაყვანა უხეშ და რეალურ გარემოში უფრო ეფექტური, გამოსადეგი და აქტუალური აღმოჩნდა იმის შესაფასებლად, თუ როგორი იქნებოდა სატვირთო მანქანა მომხმარებლის მხრიდან მრავალწლიანი გამოყენების/დატვირთვის დროს.

ფორდი ჯერ კიდევ ვერ ასახელებს ავტომობილის წარდგენის ზუსტ დროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრენდის კამპანია გაძლიერდა და ახალი რეინჯერით უამრავი ადამიანი დაინტერესდა ახალი პიკაპის პრეზენტაცია, შესაძლოა უახლოეს კვირებშიც კი შედგეს.

შეგახსენებთ, რომ ამ შთამბეჭდავი ჯიპის წარმოება 2023 წლისთვის იგეგმება. როგორც კი ამერიკული კომპანია საზოგადოებას ახალ Ranger-ს წარუდგენს ჩვენ უახლეს ცნობებს აუცილებლად მოგაწვდით.

წინა სტატიაTesla Cybertruck-ის ტესტირება
შემდეგი სტატიაiPhone-ის „შემქმნელებისგან“-ძვირადღირებული EV სედანის კონცეფციის დიზაინი By Pininfarina