Porsche 718 Cayman GT4 RS-  უფრო სწრაფი, მსუბუქი და ექსტრემალური, ქუჩის ლეგალური ავტომობილი

პორშემ, ლოს-ანჯელესის 2021 წლის ავტო შოუზე 718 Cayman GT4 RS, 718-ის დიაპაზონის ფლაგმანი წარადგინა.

დებიუტს ფონად „გედის სიმღერა“ გასდევდა, რადგან ის, დიდი ალბათობით, მიმდინარე თაობის შიდა წვის ძრავიანი ბოლო სპორტული მანქანაა, ზუფენჰაუზენიდან.

718 Cayman GT4 RS-მა, თავისი შესაძლებლობები Nürburgring-Nordschleife-ზე უკვე დაამტკიცა, მან შთამბეჭდავი მაჩვენებელი, 7:04.511 დააფიქსირა.(7:09.300 სრული 20.832 კმ-ზე).

ჩნდება კითხვა, როგორ შეძლეს პორშეს ინჟინრებმა ასეთი დონის მაჩვენებლების დაფიქსირება? მოდი, ოფიციალურ მახასიათებლებს მივყვეთ:

უფრო სწრაფი, მსუბუქი და ექსტრემალური

ავტომობილი 493 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

GT4 RS-ი 4.0-ლიტრიანი ე.წ „naturally aspirated“ ძრავითაა წარმოდგენილი, ის 493 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 449 ნიუტონ/მეტრია.

GT4-ისგან განსხვავებით, GT4 RS-ის ძრავი ექსკლუზიურად შვიდ სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის PDK გადაცემასთანაა შერწყმული. (მძღოლს გადაცემათა კოლოფის შეცვლა ცენტრალურ კონსოლზე დამონტაჟებული გადამრთველი ღილაკების მეშვეობით შეუძლია.

დამატებითი 79 ცხენის ძალა, დახვეწილ გადაცემათა კოლოფთან და ავტომობილის მსუბუქ წონასთან ერთად შესრულების მაჩვენებელზე დადებითად მოქმედებს.

შედეგად, Cayman GT4 RS 0-დან -100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3,2 წამში ახერხებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 911 GT3-ის დროს ემთხვევა. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს ის 315 კმ/სთ-მდეა გაზრდილი.

ტრასაზე ორიენტირებულ ავტომობილში შეიცვალა დამპერები, ზამბარები, მანქანა სტანდარტულ 718 Cayman-თან შედარებით ტრასას 30მმ-ით დაუახლოვდა.

აეროდინამიკაზე ორიენტირებული წონა და ვიზუალური შესწორებები.

ვიზუალურად, 718 GT4 RS-ი აშკარად განსხვავდება და გამოირჩევა ჩვეულებრივი GT4-ისგან, ამას კი მასიური უკანა ფრთა განაპირობებს. გედის ყელის დიზაინის მქონე „სპოილერი“ 911 RSR-ით და საგზაო 911 GT3-ითაა შთაგონებული.

დამატებითმა RS-სპეციფიკურმა საჰაეროებმა უკანა ფანჯრების ვიზუალი შეცვალა, ის განახლებულ გვერდითა შემწოვებთან ერთად გაგრილების სისტემას საგრძნობლად აუმჯობესებს, ეს ფაქტი კი ძრავის მუშაობაზე დადებითად აისახება.

RS უპირატესობები

ავტომობილის გარეგნობას უფრო გამოკვეთილი, თვალსაჩინო წინა სპლიტერი აუმჯობესებს.

ის აერთიანებს გვერდითა „ფარფლებს“, ცხაურის ელემენტებს, კაპოტის NACA-ს სტილის შემწოვებს, რეგულირებად წინა და განახლებულ ქვედა/უკანა დიფუზორებს. ეს ცვლილებელი ახალ ავტომობილს მკვეთრ მოსახვევებში მეტ უპირატესობას ანიჭებს.

„ბეიჯი“ -RS, თავისთავად მსუბუქ კომპონენტებზე მიგვანიშნებს, არც GT4 RS-ია გამონაკლისი. ახალი მოდელი 1,464 კგ-ს იწონის, რაც PDK-ით აღჭურვილი GT4-ზე 22კგ-ით ნაკლებია.

ნაკლები წონა, მეტი ეფექტურობა

წონის და სიმძლავრის თანაფარდობა CFRP წინა ფარების და კაპოტის, უკანა სარკმელზე გამოყენებული მსუბუქი შუშის, ასევე კარების შიდა პანელების და ქსოვილის სახელურებითაა განპირობებული.

კიდევ უფრო ნაკლები წონისთვის, სურვილისამებრ, „Weissach“ პაკეტია შემოთავაზებული.

ის მოიცავს- ნახშირბადის ბოჭკოვან ნაწილებს (საჰაეროები, საჰაერო ყუთის სახურავი, უკანა ფრთა) ტიტანის გამონაბოლქვი მილები, მაგნიუმის დისკები, Michelin Pilot Sport Cup 2 R საბურავები.

Porsche 718 Cayman GT4 RS საავტომობილო ბაზარზე, სავარაუდოდ, 2022 წლიდან გამოვა. მისი ფასი, დაახლოებით, 141,700 აშშ დოლარი იქნება. ამ მოდელის სპეციფიკაციებისა და დროის გათვალისწინებით, ვარაუდობენ რომ ის მომავლის კლასიკა გახდება.

როგორც ამბობენ, მისი ფასი მეორეულ ბაზარზე უფრო აიწევს, რადგან მისი ხელმისაწვდომობა, სავარაუდოდ, შეიზღუდება.

აღსანიშნავია, რომ საგზაო GT4 RS-ის გარდა, ლოს-ანჯელესის ავტო შოუზე მხოლოდ ტრასაზე მომუშავე GT4 RS Clubsport ვარიანტის პრემიერაც გაიმართება.

PHOTO GALLERY:Porsche 718 Cayman GT4 RS

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატიაLucid Air-ი 2022 წლის MotorTrend Car Of The Year-ის გამარჯვებულია
შემდეგი სტატიაKia EV9- მკვეთრკონტურებიანი ექსტერიერი და გლუვი ფორმების ინტერიერი