ახალი Mitsubishi Airtrek-ი- ტექნიკურად მრავალფეროვანი, კომპაქტური ელექტრო ქროსოვერი

Mitsubishi-მ აპრილში Auto Shanghai-ს გამოფენაზე Airtrek-ის მსგავსი კონცეფცია წარადგინა. ახლა კი Auto Guangzhou-ს გამოფენაზე ავტომწარმოებელი საწარმოო ვერსიას წარადგენს.(2021 წლის Auto Guangzhou 19-დან 23-ნოემბამდე გაიმართება).

თამამი სტილის ელექტრო ქროსოვერი

2022 წლის Airtrek-ი უახლესი მოდელია. ავტომობილს ბამპერის ზედა ნაწილში დღის LED განათების მქონე შუქები აქვს განთავსებული. ძირითადი, “7”-ს ფორმის ფარების „კლასტერი“ ოდნავ ქვემოთაა მოთავსებული.

ზოგადი განლაგება ბრენდის ბოლო დროინდელი პროდუქტების ვიზუალს შეესაბამება და კომპაქტურ ქროსოვერს თამამ იერს აძლევს.

ცხაურის ადგილას 3 ნაცრისფერი ზოლი აქვს, რომლებზეც ბრენდის ემბლემაა დატანილი, ემბლემის ქვემოთ წინა ხედვის კამერაა დამონტაჟებული, ხოლო ბამპერზე რადარის სენსორია განთავსებული.

შავ-თეთრის “გრადაცია”

რაც შეეხება გვერდითა პროფილს- ამ შემთხვევაში ყურადღებას ორ ფერში გაწყობილი ალუმინის დისკები იპყრობს, ფერები ზუსტად ესადაგება ავტომობილის ფერთა გრადაციას თეთრი კორპუსიდან შავ სახურავამდე.

მოძრავი სახელურები

საინტერესო დეტალია ავტომატური სახელურები და წინა კარებებზე გრავირებული დიდი ზომის EV ნიშანი. ბორბლების თაღების ირგვლივ მოპირკეთებული პლასტიკური დეტალები ქროსოვერის მახასიათებლებზე მიუთითებენ.

სპეციფიკურ ვერსიას სახურავზე ლუქი აქვს განთავსებული.

საინტერესო დეტალები

გადავინაცვლოთ უკანა მხარეს, აღსანიშნავია რომ უკანა სამუხრუჭეები, თითქოს, Skoda Karoq-ს წააგავს. გრავირებული EV „რეგალია“ უკანა კარებზეც გვხვდება, კარების ქვედა კუთხეებში ჩინური იეროგლიფებით მარკა და მოდელია შესრულებული.

წინა ცხაურის ნაცრისფერი დეტალები ავტომობილის უკანა ბამპერზეც ვრცელდება. ბამპერის ორივე მხარეს სამი რეფლექტორია განთავსებული.

ტექნოლოგიურად მრავალფეროვანი ინტერიერი

ინტერიერი საკმაოდ მარტივია იმ თვალსაზრისით, რომ ფუნქციების უმეტესობა ერთ დიდ სენსორულ ეკრანზეა განთავსებული.

სალონში დამონტაჟებულია ციფრული ინსტრუმენტების კლასტერი, სადაც სანავიგაციო სისტემა და უახლესი ტექნოლოგიებია ჩატვირთული.

ქროსოვერის კვალობაზე Airtrek საკმაოდ ტევადი ავტომობილია, ეს კი სპეციალური პლატფორმის, სრულიად ბრტყელი იატაკის და ბორბლების გრძელი ბაზის დამსახურებაა.

Mitsubishi-ის პრესრელიზში დეტალების შესახებ დიდი ინფორმაცია არ მოიძებნება, თუმცა ჩინურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ნულოვანი გამონაბოლქვის ქროსოვერი დაახლოებით 4,6 მეტრი სიგრძის, 1.9 მეტრი სიგანის და 1.7 მეტრი სიმაღლისაა.

Airtrek 1,900 კილოგრამს იწონის, მისი 69,9 კვტ/სთ ბატარეის პაკეტი 520 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს. ადგილობრივი მედიის ცნობით ელექტრო ძრავი 181 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ავტომობილი ადგილობრივ ბაზარზე, სავარაუდოდ 2022 წლიდან გამოჩნდება.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატიაKia EV9- მკვეთრკონტურებიანი ექსტერიერი და გლუვი ფორმების ინტერიერი
შემდეგი სტატიაShelby Mustang-ის თიზერი 15 დეკემბრისთვის „რაღაც განსაკუთრებულს“ გვპირდება