2022 kia niro ელექტრო ქროსოვერის, 2019 წლის HabaNiro-ს კონცეფციის შემდეგ მიიღებს

თითქმის 1-წლიანი ლოდინის შემდეგ საზოგადოება მეორე თაობის Kia Niro-ს ამ ხუთშაბათს იხილავს.

kia niro

Kia-მ თავისი ელექტრიფიცირებული კომპაქტური ქროსოვერის 4 „თიზერული“ სურათი გამოაქვეყნა. კომპანიამ დააანონსა, რომ დებიუტი სამხრეთ კორეაში, Seoul Mobility Show-ს ფარგლებში გაიმართება.

“თიზერული” ექსტერიერი

ახალი მოდელი, 2019 წლის კონცეფციის HabaNiro-ს შემდეგ მიიღეს. რისი დანახვა/გაგებაც ამ თიზერით შეგვიძლია არის ის, რომ LED განათების ფარები, 2019 წლის კონცეფციის მსგავსია.

იგივეს თქმა შეგვიძლია ბუმერანგის ფორმის ვერტიკალურ უკანა სამუხრუჭეებზე.

“თიზერული” ინტერიერი

რაც შეეხება ინტერიერს, ამ შემთხვევაში კონცეფციასთან მსგავსება არ იკვეთება. ავტომწარმოებელმა ნიროსთან მიმართებითაც თავისი უახლესი პროდუქციის მსგავსი ეკრანი და პარამეტრები გამოიყენა.

სალონი  EV6-ის დიზაინის მსგავსია. E-GMP-ზე დაფუძნებული ელექტრო ქროსოვერისაგან განსხვავებით ნირო შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების პლატფორმაზე გააგრძელებს მოძრაობას.

დეტალები, ამ დროისთვის ძალიან მწირია, თუმცა ახალი მოდელი, სავარაუდოდ, ჰიბრიდულ, დანამატის ჰიბრიდულ და სრულად ელექტრო კონფიგურაციებს გააგრძელებს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ძველი პლატფორმის შენარჩუნების მიუხედავად, კია ახალ მოდელს უფრო ეფექტურს გახდის.

2022 წლის kia Niro-ს დებიუტი EV9 კონცეფციის დებიუტიდან 1 კვირის შემდეგ შედგება. შეგახსენებთ რომ  EV9 ელექტრული ხაზის ახალი ფლაგმანია, 3-რიგიანი ჯიპი სპეციალურ ელექტრულ პლატფორმაზეა დაფუძნებული.

რაც შეეხება Niro-ს, ის მოემსახურება მათ, ვისაც E-GMP-ზე დაფუძნებულ მოდელებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილი,ასევე ჰიბრიდული და ფლაგ-ინ ფიბრიდული ალტერნატივა სურს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, 25 ნოემბრის დებიუტის შემდეგ ავტომობილთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებს აუცილებლად გაგაგებინებთ.

Kia Habaniro Concept

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატიაFerrari Daytona SP3- რეტრო დიზაინი, 828 ცხენის ძალა და V12 ძრავი
შემდეგი სტატია2022 წლის Ford Ranger- V6 დიზელი და ევოლუციური დიზაინი