ხელახლა დაბადებული ლეგენდარული „აიქონებიდან“ დაწყებული, ელექტრიფიცირებული ავტომობილებით დამთავრებული, 2021 წელი ავტო ინდუსტრიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო

ბატონებო, 2021-მა, ავტო ინდუსტრიაში შთამბეჭდავი კვალი დატოვა! შიდა წვის ძრავიან ავტომობილებში მიღწეულ წარმოუდგენელ სიმძლავრეებს რომ თავი დავანებოთ, 2021 წელს ტექნოლოგიური თვალსაზრისით უზარმაზარი ნახტომი გაკეთდა. დაინერგა კომპიუტერული კონტროლის შთამბეჭდავი სისტემები.

მიუხედავად კოვიდ პანდემიისა და ახალ-ახალი შტამების გამოჩენისა წელს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დებიუტი ვიხილეთ. დიდი ყურადღება მიიქცია ახალმა სტარტაპებმა.

დებიუტების „სიუხვიდან“ გამომდინარე, საერთო შეჯამებას კიდევ 12 თვე დასჭირდება, ამიტომ 10 მეტად გამორჩეულ ავტომობილზე შევაჩერებთ ყურადღებას და ამით დავხურავთ 2021 წლის გზატკეცილისოდენა ფურცლებს!

2022 Honda Civic

მსოფლიოში ერთ-ერთი ყუველაზე გაყიდვავდი ჯიპი

დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ახალი Honda Civic საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის მმიიქცევს. ის მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე „გაყიდვადი“ ავტომობილია.

2022 Jeep Grand Wagoneer

Grand Wagoneer-ს დასაბრუნებლად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა

Grand Wagoneer-ს დასაბრუნებლად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ელექტრიფიკაციის შუაგულში დიდი და „მწყურვალი“ V8 ძრავით დაბრუნება, ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ჯიპი მაინც ძველი დიდებით სულდგმულობს.

საკმაოდ დიდი, სამრიგიანი ავტომობილი Chevrolet Suburban-ისა და Ford Expedition-ის კონკურენტია.

2022 Porsche 911 GT3

4.0 ლიტრიანი ძრავი 510 ცხენის ძალას გამოიმჯუშავებს

არა, Porsche 911 ახალი არ არის, თუმცა ახალი GT3 ოჯახის ახალი წევრია. ავტომობილის 4.0 ლიტრიანი ძრავი 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 470 ნიუტონ/მეტრია.

2023 Chevrolet Corvette Z06

ბუნებრივ ასპირაციულ სიმძლავრეზე საუბრისას სერიულ მანქანებში წარმოდგენილი ყველაზე მძლავრი ძრავი NA V8 გვახსენდება.

და როდესაც ის Corvette-შია მოთავსებული და მისი ფასი 100,000 დოლარზე ნაკლებია ავტომობილს ყველაზე სასურველი სუპერმანქანის სტატუსი გარანტირებული აქვს.

2022 Ford F-150 Lightning

მსგავსი დონის და რეიტინგის ჯიპის ელექტრომობილად მოდიფიცირება ყოველთვის სარისკო ნაბიჯია.

რადიკალურ და თამამ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ? მაშინ 40 წლის განმავლობაში, აშშ-ში ყველაზე „გაყიდვადი“ ჯიპის, Ford F-150-ის ელექტრიფიკაციის ამბავი გავიხსენოთ!

დამეთანხმებით, რომ სატვირთო ავტომობილების მოყვარულები ელექტრიფიკაციის მიმართ ზედმეტად სკეპტიკურები არიან. მსგავსი დონის და რეიტინგის ჯიპის ელექტრომობილად მოდიფიცირება ყოველთვის სარისკო ნაბიჯია.

მაგრამ ფორდი ხომ ფორდია! ნაცნობი სტილით, დაპირებული შთამბეჭდავი წარმადობით, სატვირთო ფურგონის უშრეტი შესაძლებლობებით და საკმაოდ მისაღები საწყისი ფასით Lightning-ს თამაშის წესების შეცვლა თავისუფლად შეუძლია!

2022 Kia EV6

მკვეთრი სტილი და 576 ცხენის ძალის პოტენციალი

მკვეთრი სტილი და 576 ცხენის ძალის პოტენციალი, დიახ, ეს Kia EV6-ა. კია, 2025 წლისთვის, 11 ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.

EV6 ქროსოვერი სიით პირველი ელექტრო მანქანაა, რომელიც სამხრეთ კორეულმა კომპანიამ შექმნა. EV6, ჰიუნდაის Ioniq 5-ის ძმობილი მანქანა იქნება. სრულიად ახალი პლატფორმის ავტომობილი 72.6 კვტ/სთ-იანი ბატარეით 499 კმ-მდე დიაპაზონს გვპირდება.

2022 Ford Maverick

კონსერვატიული ფორმა და Ford-ის ძლიერი დნმ

კომპაქტური სატვირთო ავტომობილების სეგმენტის აღორძინების იმედად, საზოგადოების დიდ ნაწილს Maverick-ი ესახება. მისი კონსერვატიული ფორმა და Ford-ის ძლიერი დნმ ამ მოსაზრების გამართლების საშუალებას იძლევა.

2022 Lamborghini Countach

ექსკლუზიური ჰიბრიდული ჰიპერ მანქანა

ეს ულტრა ექსკლუზიური ჰიბრიდული ჰიპერ მანქანა, რომლის სიმძლავრეც 800 ცხენის ძალაა, ლეგენდარული ბერტონეს მიერ შემუშავებული ორიგინალი ვერსიითაა შთაგონებული.

ჰიბრიდული ძრავის საშუალებით, ის 769 ცხენის ძალას ავითარებს, ჰიბრიდს  34 ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტროძრავი ეხმარება, ორივე ერთად კი  Countach-ს 803 ცხენის ძალას აძლევს.

2022 Nissan Z

Nissan Z 400 ცხენის ძალიანი ორმაგი, V6 ტიპის ძრავით და უნიკალური რეტრო დიზაინითაა აღჭურვილი

Nissan Z 400 ცხენის ძალიანი ორმაგი, V6 ტიპის ძრავით და უნიკალური რეტრო დიზაინითაა აღჭურვილი. დაახლოებით, 10-წლიანი ლოდინის შემდეგ Nissan 370Z-ის შემცვლელის, მისი უდიდებულესობა  Nissan Z კუპე-ს დებიუტი ნიუ იორკში შედგა.

ეს მოდელიც, წინა მოდელების მსგავსად 1969 წლის ვარიანტის ვიზუალურ მახასიათებლებს იმეორებს და გრძელი ფორმის კაპოტს და მოკლე უკანა მხარეს ინარჩუნებს.

2022 Mercedes-Benz EQ Models

ეს სამი მერსედეს-ბენცის ელექტრული მომავლის ძირითადი მოდელია.

EQS, EQE და EQB  ელექტრომომარაგების სამყაროში საპატიო ადგილის დასამკვიდრებლად მერსედესის მთავარ ბიძგს წარმოადგენენ. ისინი ამას აკეთებენ მკვეთრი, მაგრამ მაინც ნაცნობი სტილით. ეს სამი მერსედეს-ბენცის ელექტრული მომავლის ძირითადი მოდელია.

წინა სტატიაყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
შემდეგი სტატიაყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1970-1979)