Mercedes-Benz S 580-ის კომბინირებული ორმაგი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ტიპის ძრავი, რომელიც 496 ცხენისძალას გამოიმუშავებს, ასევე 48-ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემა, 9-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია და „ყველა წამყვანი“ სისტემის უნარი, ახალ ავტომობილს „ყოვლისშემძლედ“ აქცევს.

თუ ეძებ მდიდრულ და კომფორტულ სედანს, მაშინ ახალი Mercedes-Benz S 580- უკონკურენტოა.

“საუკეთესო ან არაფერი”. Mercedes-Benz– ის ეს სარეკლამო ლოზუნგი, რა თქმა უნდა, თამამი განცხადებაა – მაგრამ თუ მართლაც არსებობს მანქანა, რომელიც ამ განცხადების პარამეტრებში ჯდება, ეს S-კლასია.

ბოლოს და ბოლოს ეს არის მანქანა, რომელიც, ოდესღაც, ცნობილი იყო, როგორც „Sonderklasse“, ანუ “სპეციალური კლასი”. S-კლასი, თითქმის, 70 წელია სტატუსის, სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლოა.

როდესაც ვინმე დადის S-კლასის ავტომობილით, იქნება ეს სატელევიზიო შოუში, ფილმში თუ რეალურ ცხოვრებაში, უკვე ნათელია, რომ ის მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

(ჯეკ დონაგიც ხომ S-კლასს მართავდა ამერიკულ სატირულ/კომედიური ჟანრის გადაცემაში 30 Rocks?)

ახალი S-კლასის გამოსვლა ასპარეზზე – მნიშვნელოვანი მოვლენა ავტოინდუსტრიაში

2021 Mercedes-Benz S 580
მერსედესი მიზნად ისახავს, რომ ახალი S-კლასი იყოს ყველაზე უსაფრთხო მანქანა

ახალი S-კლასის გამოსვლა ასპარეზზე, ავტომწარმოებლისთვის და სრულიად ავტოინდუსტრიისთვის, მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მერსედესი დარწმუნებულია, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უახლესი მოდელის მეშვეობით , ავტომწარმოებლის ისტორაში, უპრეცედენტო შედეგი დადონ.

დაწყებული ფანტასტიკური მახასიათებლებით და მაღალტექნოლოგიური „სათამაშოებით“, დამთავრებული აქტიური და პასიური ავარიისგან თავდაცვითი მექანიზმებით.

ავტომწარმოებელი მიზნად ისახავს, რომ ახალი S-კლასი იყოს ყველაზე უსაფრთხო მანქანა, რომლის შეძენაც თქვენ შეგეძლებათ.

რაღაც პერიოდი, S-Class–ის სტანდარტების უახლესი W223 თაობის, წარმოება შეფერხდა. ამის მიზეზი კოვიდ პანდემიის „სეისმური“ ეფექტები იყო.

პანდემიამ ყველა გვაიძულა გადაგვეფასებინა პრიორიტეტები და დავფიქრებულიყავით სამომავლო გეგმებზე.

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ, კორონა ვირუსის ცირკულირებას ვერ დავაბრალებთ ახალი Mercedes-Benz S-კლასის წარმოების შეფერხებას, ნაწილობრივ ეს იმის ბრალია, რომ S კლასის ადგილი მერსედესის იერარქიული საფეხურების სათავეში ისეთი მყარი აღარ არის, როგორც ადრე.

GLS- კლასი ემსახურება ბაზრის მზარდ ნაწილს, რომელთაც ძვირადღირებული ჯიპები სურთ.

S-კლასის მანქანების ვარიაცია მწირეა, ის არ გვთავაზობს არც კუპე, არც კაბრიოლეტის ვარიანტს – ის წარმოდგენილია მხოლოდ გრძელი სედანის სახით.

მომხმარებლების გემოვნება შეიცვალა, მათ კლასიკურ კომფორტთან ერთად მრავალფეროვნება და მძაფრი შეგრძნებები მოსწონთ.

და სანამ AMG S63-ის ახალი ვარიანტი ჩაეშვება წარმოებაში, V8-ტიპის ძრავის მქონე S 580  ყველაზე მძლავრი, ყველაზე ძვირი და ყველაზე ახალი S კლასია, რომლის შეძენაც შეგიძლიათ.

ახალი S-კლასის დახვეწილი იერსახე

2021 Mercedes-Benz S 580
კარის დაფარული სახელურები, მანქანას, სიჩქარის შემამცირებელ ბარიერადაც აღარ ევლინება

S კლასისთვის დამახასიათებელი იყო, უხეში და მტკიცე ხაზები, კვადრატული კუთხეები (ამის საუკეთესო მაგალითია 1991-1998 წლების W140 თაობის “აიქონი”)

მაგრამ Mercedes-Benz- ის ამჟამინდელი დიზაინის ენა, რომელიც ცნობილია, როგორც „sensual purity,” აქცენტს აკეთებს, უფრო ფართე მრუდებზე და მეტად ორგანულ ფორმებზე.

მოკლედ რომ ვთქვათ მისი ელეგანტურობა სრულიად უწყინარი და სადაა. მისი ვიზუალი, ერთი შეხედვით, ყოველგვარ იდუმალებას და დაფარულ კონტექსტებსაა მოკლებული.

მიუხედავად ამისა, არის გამორჩეული დეტალებიც, რომლებიც თავს მაშინ იჩენს, როდესაც უფრო კარგად დააკვირდები.

ერთ-ერთია კარის დაფარული სახელურები, რომლებიც მანქანის ზედაპირთან ისე ახლოსაა, რომ მას გლუვ იერს აძლევს, ასევე მანქანას სიჩქარის შემზღუდველ ბარიერადაც არ ევლინება.

კლასიკური მერსედესის ცხაური და ემბლემა “ოქროს კვეთის” სათავეში

2021 Mercedes-Benz S 580
„მარტივად მართვის“ უნარს, რა თქმა უნდა მანქანის ძრავი განაპირობებს

S-კლასი, ასევე, ინარჩუნებს კლასიკური მერსედესის ცხაურს, რომელსაც „ოქროს კვეთის“ ცენტრის მაღლა მერსედესის ემბლემა ამშვენებს.

და მაინც, ეს ჯერ მერსედეს ბენცია და მერე S-კლასი. (მერსედესის ყველა მოდელს, მაინც ერთი ხელწერა ეტყობა.)

დღეს ჯიპები, ქროსოვერები და პიკაპის ტიპის ავტომობილები გახდა მყიდველების დე ფაქტო არჩევანი. მაგრამ ახალ S-კლასთან გატარებული რამდენიმე კილომეტრი უპირობოდ დაგარწმუნებთ რამდენად მსუბუქი და მიმზიდველია ახალი სედანის მართვა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სპორტული ავტომობილი, შედარებით დაბალი სიმძიმის ცენტრის, მსუბუქი, მაგრამ ზუსტი საჭის და მკვეთრი, გამრჭოლი ადაპტაციის შეხამება, მიანიშნებს, რომ მანქანა ერთნაირად ოსტატურად უმკლავდება, როგორც გადატვირთულ ქუჩებს, ასევე ფართე გზატკეცილებს და უსწორმასწორო ზედაპირებს.

ამ ახალ, „მარტივად მართვის“ უნარს, რა თქმა უნდა მანქანის ძრავი განაპირობებს, ის ნამდვილად არის შიდა წვის თანამედროვე საოცრება.

დამეთანხმებით რომ მერსედესის ყველა მოდელს ხარისხიანი ძრავები აქვს.

მაგრამ S 580- ის კომბინირებული ორმაგი ტურბო 4.0-ლიტრიანი V8, რომელიც 496 ცხენისძალას გამოიმუშავებს, (ბრუნვის მომენტი 700 ნიუტონ/მეტრია) 48 ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემა (ე.წ. EQ Boost), ცხრა-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია და „ყველა წამყვანი“ სისტემის უნარი, მართლაც „ყოვლისშემძლედ“ აქცევს ახალ ავტომობილს.

არისტოკრატულად მშვიდი სალონი

2021 Mercedes-Benz S 580 interior
შენ უბრალოდ შეგიძლია დაიჯდე და წიგნი წაიკითხო

რაც შეეხება ახალი S-კლასის ინტერიერს – სალონში არისტოკრატული სიმშვიდეა, ეს ერთი თვალის შევლებითაც ჩანს. შექმნილ ატმოსფეროს ბიბლიოთეკის აურას ადარებენ, შენ უბრალოდ შეგიძლია დაიჯდე და წიგნი წაიკითხო.

სალონის წინა მხარეს, პანელის ზემოთ გაწყობილი ლითონის მართკუთხა ხვრელები საინტერესო დეტალია, განსაკუთრებით საქარე მინაზე მზის სხივების მეშვეობით არეკვლის დროს.

კომფორტული სავარძლები

2021 Mercedes-Benz S 580 interior
ერთი შეხედვით ტრადიციულ, “ლაქშერ მანქანების” სავარძლებს გავს, მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე, სანამ მასაჟი დაიწყება

მეორე დეტალი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იქცევს არის კომფორტული სავარძლები. ერთი შეხედვით ტრადიციულ, “ლაქშერ მანქანების” სავარძლებს გავს, მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე, სანამ მასაჟი დაიწყება.

ამბობენ, რომ მთელი ქალაქის მოვლის შემდეგაც თავს მხნედ, გაჯანსაღებულად და (ამ სიტუაციას ეს სლენგი მოუხდება) – “ფრეშად” გრძნობ.

ნახეთ, მართლაც როგორი ფაფუკია…

2021 Mercedes-Benz S 580 interior
ბალიშებთან შეხებას ღრუბლებში ფრენას ადარებენ

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს წინა სავარძლის ბალიშები, რომლელთა შეხებასაც ღრუბლებში ფრენას ადარებენ. სავარძლის მაკონტროლებელი ღილაკები კარებზეა განთავსებული.

ტაქტილური ეკრანი

2021 Mercedes-Benz S 580 monitor
მრავალფუნქციური ეკრანი

მძღოლსა და მგზავრს შორის დამონტაჟებულია ერთი iPad Pro ზომის მრავალფუნქციური სენსორული ეკრანი, რომელიც ტაქტილური, ანუ შეხებითი უკუკავშირით მუშაობს. ამის გარდა, სალონში კიდევ რამდენიმე ეკრანია.

სალონის ყველა დეტალის აღწერას ცალკე ტომი დასჭირდება – ის აღჭურვილია ხის, ტყავის და ლითონის დეტალებით.

ვის წინააღმდეგ მოუწევს “ბრძოლა” ახალ S-კლასს?

2021 Mercedes-Benz S 580
S-კლასის პირდაპირი კოპნკურენტი მხოლოდ S-კლასი შეიძლება იყოს – Mercedes

Mercedes-ი, სავარაუდოდ, იტყვის, რომ S-კლასის პირდაპირი კონკურენტი მხოლოდ S-კლასი შეიძლება იყოს – ეს კი ნამდვილად საკამათოა.

მართალია ამერიკამ „უარი თქვა“ გრძელ, დიდი ზომის სედანებზე, მაგრამ გერმანულ ძვირადღირებულ ავტომწარმოებლებს მაინც უყვართ ისინი, მაგალითად: Audi A8 და BMW 7 სერია, ორივე მათგანს შეუძლია ღირსეული კონკურენცია გაუწიოს S-კლასს.

თუ რაიმე უფრო სპორტულს განვიხილავთ – Porsche Panamera Executive – იდეალური ვარიანტია – (ასევე არის Lexus LS, და სხვ.)

შიდა „დაპირისპირებას“ თუ განვიხილავთ, S-კლასი მერსედესის კიდევ ორი მოდელის კონკურენტია, გარკვეული კუთხით.

მერსედეს-მაიბახის GLS 600-ი უკანა სავარძელზე უფრო მეტ სივრცეს, უფრო კომფორტულ ჩაჯდომა-გადმოსვლას და უფრო მდიდრულ სალონს გვთავაზობს.

ახალი Mercedes-Benz EQS-ში გაერთიანებულია ყველაფერი ის, რაც ხალხს უყვარს S-კლასში – მისი ზომა, მისი ელეგანტურობა, მისი მოწინავე ტექნოლოგია.

10 წლის შემდეგ, დიდი ალბათობით, S-კლასი და EQS, ერთ მოდელში გაერთიანდებიან, რადგანაც მერსედესი (და მსოფლიო) ელექტრომოძრაობაზე გადავიდა.

რაც შეეხება მის ღირებულებას- ახალი 2021 Mercedes-Benz S 580 4Matic-ის საწყისი ფასი 117,350 დოლარია.

დაწერეთ კომენტარებში, თქვენ რომელ ავტომობილებს თვლით Mercedes-Benz S Class-ის კონკურენტად?

წინა სტატიაJet Age-ის, ე.წ „რეაქტიული ტრანსპორტის“ ეპოქის გიჟური კონცეფციის მანქანები
შემდეგი სტატია10 „ალტერნატიული“ სუპერ მანქანა, Lamborghini Countach-ის მოყვარულთათვის