Range Rover-პოპულარული მდიდრული ჯიპი. სასურველი ენთუზიასტებისთვის და „არაენთუზიასტებისთვის“

მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ჯიპები მძვინვარებდნენ. ომის დასრულების შემდეგ, მწარმოებლებმა სამხედრო ჯიპების თემატიკის საქალაქო ავტომობილების ვერსიების წარმოება დაიწყეს, მაგალითად: როგორიცაა Jeep CJ და შემდეგ უკვე Wrangler.

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა ლენდ როვერმაც შექმნა უტილიტარული off roader/ყველგანმავალი ავტომობილი ჯიპის სახით და მათ დაიწყეს სამოქალაქო ვერსიების გაყიდვა-Land Rover-ების სერია და საბოლოოდ Defender-ი.

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჯიპი

2021 Land Rover Range Rover-ფაქტები, ღირებულება, მახასიათებლები
1970 წლიდან, ანუ 50 წლის გასვლის შემდეგაც რეინჯ როვერი განიხილება, როგორც ოქროს სტანდარტების მქონე ძვირადღირებული ჯიპი

Land Rover-ის ერთ-ერთი გამორჩეული, ცნობილი და მდიდრული ჯიპია Range Rover-ი. 1970 წლიდან, ანუ 50 წლის გასვლის შემდეგაც რეინჯ როვერი განიხილება, როგორც ოქროს სტანდარტების მქონე ძვირადღირებული ჯიპი და მისი რეპუტაცია, როგორც „სტატუსის“ სიმბოლო და მოდური კონსტატაცია საერთოდ არ შეცვლილა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოდელი სულ მალე გამოჩნდება, ამჟამინდელი ვერსია კვლავ მოთხოვნადი და სასურველია.

2021 Range Rover-ი სრული ზომის ძვირადღირებული ჯიპია. მეოთხე და ამჟამინდელი თაობა 2012 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, 2018 წელს ის განაახლეს და მან ყოვლისმომცველი სახე მიიღო.

Range Rover-ი ისეთი ძვირადღირებული ჯიპების კონკურენტია, როგორებიცაა- BMW X7-ი, Mercedes-Benz GLS-ი, Lincoln Navigator-ი და Cadillac Escalade-ი.

სპეც კომპლექტაციის დამატების შემთხვევაში მას თამამად შეუძლია შეაბიჯოს Bentley Bentayga- ის და Rolls-Royce Cullinan-ის ტერიტორიაზე.

Range Rover- რამდენიმე დონის ვერსიას გვთავაზობს

2021 Land Rover Range Rover-ფაქტები, ღირებულება, მახასიათებლები
2018 წელს ის განაახლეს და მან ყოვლისმომცველი სახე მიიღო

2018 წლის განახლებისას შეიცვალა ფარები, ისინი უფრო თხელი გახდა, გადაკეთდა ცხაური, შეიცვალა გამონაბოლქვის დიზაინიც და სრულად განახლდა ინტერიერი.

Range Rover- გვთავაზობს რამდენიმე დონის ვერსიას, რაც ძრავის არჩევანზეა დამოკიდებული. არჩევითია ბორბლების ბაზაც.

ძირითადი მოდელია Range Rover, უფრო სპეც აღჭურვილი HSE და 2021 წლისთვის უნდა ველოდოთ Westminster Edition-ს და სევე ე.წ SVAutobiography-ს.

როგორც უკვე აღვნიშნე ლენდ როვერი 2021 წლის Range Rover-ს გვთავაზობს სხვადასხვა ძრავით. გაგიკვირდებათ და ზოგ მოდელზე შესაძლებელია 6-ცილინდრიანი დიზელის ძრავიც მიიღოთ, კერძოდ, 3.0 ლიტრიანი, 254 ცხენის ძალით.

ასევე არის ორი რბილი ჰიბრიდული ტექნოლოგიის 3.0 ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ბენზინზე მომუშაცე ძრავი, რომელიც დონის მიხედვით 355 ცხენის ძალიდან- 395 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს.

PHEV დანამატი ჰიბრიდული მოდელი

2021 Land Rover Range Rover-ფაქტები, ღირებულება, მახასიათებლები
ელექტროძრავასთან ერთად, PHEV 398 ცხენის ძალას ავითარებს

ასევე არის PHEV დანამატი ჰიბრიდული მოდელი, რომელიც იყენებს ოთხცილინდრიან ძრავს. ელექტროძრავასთან ერთად, PHEV 398 ცხენის ძალას ავითარებს. მისი ელექტრო დიაპაზინი კი 30 კმ-ია.

დაბოლოს, ექსკლუზიურად Autobiography-ს მოდელებზე ხელმისაწვდომია 5.0 ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე V8. Autobiography-ისა და Westminster-ის მოდელებში ის 518 ცხენის ძალას ავითარებს. ხოლო SVAutobiography მოდელებში 557 ცხენის ძალამდე იზრდება.

Range Rover-ის ყველა მოდელს გააჩნია მუდმივი AWD და  8-სიჩქარიანი ZF ავტომატური ტრანსმისია.

მართვის გამოცდილების თვალსაზრისით, ძალიან ცოტა მანქანა თუ ახერხებს Range Rover– ს  ფუფუნებასა და უსაფრთხო მგზავრობაში დაემსგავსოს და უფრო მცირეა იმათი რიცხვი, რომლებიც გამავლობის შესაძლებლობებთან მიმართებით უტოლდებიან მას.

განახლებული ინტერიერი

2021 Land Rover Range Rover-ფაქტები, ღირებულება, მახასიათებლები
მორთულობის უფრო მაღალ დონეს ტყავის შიდა სახურავი და მასაჟორი სავარძლები აქვს

რაც შეეხება ინტერიერს, რეინჯ როვერი შიგნიდანაც ინარჩუნებს მის დიდებულებას და ის ისეთივე „ლაქშერულია“, როგორც ყოველთვის. მორთულობის უფრო მაღალ დონეს ტყავის შიდა სახურავი და მასაჟორი სავარძლები აქვს, ასევე ყველა მოდელს სტანდარტულად ექნება საჭის გამათბობელი.

განახლდება კლიმატკონტროლი, მაგრამ სამწუხაროდ, უახლესი Pivi Pro საინფორმაციო -გასართობი სისტემა, ჯერჯერობით, რეინჯ როვერზე არ გამოიყენება.

მრავალფუნქციური სალონი

2021 Land Rover Range Rover-ფაქტები, ღირებულება, მახასიათებლები
ავტომობილს აქვს ადაპტირებული საკრუიზო კონტროლი

მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს ხმოვანი სისტემა, გარე ხედვის კამერა, DVD პლეერი და უკანა სავარძლების გასართობი სისტემა.

ავტომობილს აქვს ადაპტირებული საკრუიზო კონტროლი, რომელიც საჭის მეშვეობით იმართება.

Range Rover-ი ხუთ მგზავრს იტევს და მას აქვს 976-ლიტრიანი სატვირთო ადგილი, სავარძლებიანად, ხოლო მის გარეშე ტვირთამწეობა 2 007-მდე იზრდება.

2021 წლის მოდელის შეკვეთა ოქტომრიდანაა შესაძლებელი

2021 Land Rover Range Rover-ფაქტები, ღირებულება, მახასიათებლები
SVAutobiography მორთვის დონესთან ერთად მისი ფასი 211,000 აშშ დოლარია

2021 წლის Range Rover-ის შეკვეთა ამავე წლის ოქტომბრიდანაა შესაძლებელი. ბორბლების მოკლებაზიანი მოდელის ფასი $ 92,000- აშშ დოლარია, ხოლო გრძელი ბაზის-117,500 აშშ დოლარს აჭარბებს.

გრძელი ბაზა მხოლოდ „supercharged“ V8 ით არის წარმოდგენილი და SVAutobiography მორთვის დონესთან ერთად მისი ფასი 211,000 აშშ დოლარია.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატია9.6 მილიონ დოლარიან Bugatti Centodieci-ს წარმოებასთან მხოლოდ 1 ბანიჯი აშორებს
შემდეგი სტატიაყველაზე გიჟური სპორტული მანქანების კონცეფციები ათწლეულების განმავლობაში