ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ამ ავტომობილებზე, ძალიან ცოტას სმენია, მათი ამბიციურობიდან გამომდინარე კი, ალბათ, მალე ბევრი გაიცნობს

ჩინეთი მსოფლიოში, წარმოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერაა, „ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებს“.

ავტოინდუსტრიის თვალსაზრისითაც, ჩინეთი, სულ უფრო სწრაფად ვითარდება და თუ რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ შიდა ბაზარს აკმაყოფილებდა, მალე მათი ამბიციის გაზრდას, საზღვრების გაფართოებაც მოჰყვება.

ჩინეთში სპორტული ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს . ენთუზიასტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინური ავტომწარმოებლები, უბრალოდ ცნობილი ბრენდების ორიგინალი მოდელების ასლებს ქმნიან. ასეც იყო რამდენიმე წლის წინ.

თუმცა, დღეს, ჩინურ ავტომწარმოებლებს სპორტული ავტომობილების ფართო სპექტრი აქვთ, რომელთა ნაწილსაც გლობალურ ბაზარზე გასვლის დიდი ამბიცია აქვთ.

თანამედროვე ჩინურ სპორტულ მანქანებს საკმაოდ წარმატებული ინჟინრები, ინდუსტრიის წამყვანი ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ჩინურ სპორტულ ავტომობის :

10. Arcfox GT

Arcfox-ი ჩინეთის ავტო კონგლომერატის BAIC-ის ახლად შექმნილი შვილობილი კომპანიაა. BAIC-მა ეკონომიური მანქანების გაყიდვით მილიარდები გამოიმუშავა. კომპანიას პრემიუმ კლასის ავტომობილების წარმოება სურდა, ამისთვის კი Arcfox-ი შექმნეს. GT მათი ფლაგმანია, ის 4 ელექტრო ძრავის მეშვეობით 1600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მიუხედავად ამ წარმოუდგენელი სიმძლავრისა, მისი მაქსიმალური სიჩქარე 254 კმ/სთ-ია, ეს რიცხვი კი თანამედროვე სპორტული ავტომობილებისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. (შესაძლოა, კომპანია არსებულ ტექნიკურ შეზღუდვებს მალავს). ნებისმიერ შემთხვევაში, საკმაოდ შთამბეჭდავი ვიზუალის ავტომობილია. ეს Arcfox-ის პირველი მცდელობაა, კომპანიას ყველაფერი წინ აქვს.

9. Lynk & Co 03+ Cyan Edition

სპორტული სედანის ბაზარმა ბოლო წლებში დიდი ცვლილებები განიცადა. კონკურენციას შეუერთდნენ Kia და Hyundai. „მარათონის“ კიდევ ერთი მონაწილე Lynk & Co-ა ბრენდი, რომლის დედა კომპანია Geely-ა, აღსანიშნავია, რომ Volvo-სა და Lotus-სის მფლობელიც, სწორედ ეს კომპანიაა.

Geely-ს, სხვა ჩინურ კონკურენტებთან შედარებით, დიდი უპირატესობა აქვს. მათ ბრიტანულ სარბოლო ცოდნასა და შვედურ ინჟინერიაზე აქვთ წვდმომა. 03+ Cyan Edition  შეზღუდული გამოცემის სედანია. ის Polestar 2-ს პლატფორმაზეა დაფუძნებული და თავისი რეალური, 261 ცხენის ძალით ამაყობს. მის კორპუსს, სპორტული სტანდარტების შესაბამისად, ნახშირბადის ბოჭკოვანი დეტალები აქვს.

8. Nio EP9

Nio EP9 ერთ-ერთი საუკეთესო გარეგნობის სპორტული მანქანაა. ავტომობილი ვიდეოთამაშისთვის შეიქმნა, თუმცა Nio მომხმარებლებისთვის, პირველ ერთეულებს უკვე ამზადებს და ალბათ მალე მიწოდებასაც დაიწყებს.

მანქანა ოთხი ელექტრო ძრავის მეშვეობით 1 341ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი სულ რაღაც, 2,7 წამს ანდომებს.

მისი შასი ნახშირბადის ბოჭკოებისგანაა დამზადებული, ის FIA-ს Le Mans-ის პროტოტიპის რეგულაციებს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილი ჩინეთის გზებისთვის არ არის ლეგალური, 16 ერთეულიდან კი არც ერთის ექსპორტი არ იგეგმება.

7. Qiantu K50

აქ წარმოდგენილი ავტომობილების უმეტესობა, დიდი ალბათობით, საჯარო გზებზე ვერ გავა. კონცეფციები ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა და წინ უამრავი გამოცდა ელით.

Qiantu K50-ის „ქეისი“სრულიად განსხვავებულია. ავტომობილი 2019 წელს გამოუშვეს და მის მუშაობაზე/შესრულებაზე უამრავი მიმოხილვა მოიძებნება.

ელექტრო ძრავის მქონე სპორტული ავტომობილი 402 ცხენის ძალას გამოიუმუშავებს. მისი საწყისი ფასი კი, დაახლოებით, 100 000 დოლარია. საკმაოდ წარმატებულად იყიდება ჩინეთის ბაზარზე და კალიფორნიის ელექტრომობილების კომპანიის Mullen Technologies-ის მეშვეობით, შესაძლოა, შეერთებულ შტატებშიც კი გაიტანონ.

(გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა და აშშ-ში მანქანის დებიუტი 2020 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო ეს პროცესი გადაიდო)

6. Techrules Ren

გავრცელებული ინფორმაციით, Techrules Ren-ი 3 ძრავის ვარიაციითაა ხელმისაწვდომი, მათი სიმძლავრე 429 ცხენის ძალიდან- 1287 ცხენის ძალამდე დიაპაზონშია. (ეს ყველაფერი ელექტრო ან ჰიბრიდული კონფიგურაციის მეშვეობით).

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა ავტომობილი ელექტროენერგიის მიწოდებისთვის უნიკალურ ტურბინას იყენებს, ისიც აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში პირველი პრეცედენტია.

ავტომობილის წარმოება 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მომხმარებლებამდე მიაღწია თუ არა, უცნობია.

5. Geely Beauty Leopard

ორი ათეული წლის წინანდელ ჩინეთში დავბრუნდეთ და ვნახოთ თუ საიდან დაიწყო სპორტული ავტომობილების ციებ-ცხელება. სწორედ Geely Beauty Leopard-ი იყო ერთ-ერთი პირველი ჩინური სპორტული ავტომობილი.

ერთი შეხედვით ის ტოიოტა სუპრას ჰგავს. ავტომობილს 1.3 ლიტრიანი ოთხ-ცილინდრიანი ძრავი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ 85 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მართალია, მახასიათებლებით ვერავის გააოცებს, მაგრამ ის მაინც სეგმენტის პიონერია.

4 Dongfeng Aeolus ePi

Dongfeng-ი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია. ის სამგზავრო ავტომობილებს Aeolus-ის სახელწოდებით აწარმოებს, აღსანიშნავია რომ მანქანები ხელმისაწვდომია ჩინეთსა და სამხრეთ ამერიკაში. სხვა ჩინური ავტომწარმოებლების მსგავსად, Dongfeng-მაც გადაწყვიტა რომ ბედი, სპორტულ სეგმენტშიც სცადოს.

ePi სპორტული კუპეს კონცეფციაა. ის მომხმარებლებს მე-4 დონის ავტონომიას სხვა არაერთ უახლეს ტექნოლოგიას სთავაზობს, მაგალითად, როგორიცაა მგზავრების ჯანმრთელობის მონიტორინგი.

3. Enovate ME-S

ამერიკამ შეიძლება იფიქროს, რომ ელექტრო მანქანების სტარტაპების მონოპოლია მის ხელთაა- Rivian, Faraday Future, Lordstown Motors და Nikola, ყველა მათგანი პირველი მოდელების გამოშვებისთვის იბრძვის.

თუმცა, მსოფლიოს მეორე მხარეს, ამერიკის მსგავსად, ელექტრომობილების მონოპოლიის „სასტიკი“ კონკურენცია ჩინეთს აქვს. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ბაზრის ხელში ჩაგდებას  „შტურმით“ გეგმავს- Enovate-ა.

Enovate-ს ჩინეთის ბაზარზე ელექტრო ჯიპი ჰყავს გამოშვებული, ისინი ახალ სპორტულ ელექტრომობილს, სწორედ ამ ჯიპის პლატფორმაზე დააფუძნებენ.

ამბობენ, რომ ME-S-ს 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარება 3 წამში შეეძლება. ისინი მყარი ბატარეების გამოყენებით ელეტრული დიაპაზონის გაზრდას გეგმავენ.

თავდაპირველად, მისი გამოშვება 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა, კომპანიამ, თარიღი, ტესლას მსგავსად, „უარგუმენტოდ“ გადაავადა.

2. MG E-Motion

MG დაცემული Rover Group-ის ფერფლიდან ჩინურმა ავტომწარმოებელმა SAIC-მა აღადგინა და ავტომობილებს უკვე რამდენიმე წელია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ყიდის.

მათი ძირითადი ყურადღება ხელმისაწვდომ სამგზავრო მანქანებზეა გამახვილებული, თუმცა მათი ბოლოდროინდელი E-Motion კონცეფცია მათს სპორტულ სეგმენტში მოღვაწეობის ამბიციაზე მეტყველებს.

ბრიტანული ჟურნალი, Autocar-ი იტყობინება, რომ კომპანია, როგორც ჩანს, წარმოების ეტაპთან ახლოსაა. ამძრავის ზუსტი დეტალები უცნობია, ის სავარაუდოდ ელექტრო იქნება და  MG-ის არსებულ ბატარეის ტექნოლოგიას გამოიყენებს.

ხალი MG სპორტული მანქანის დებიუტი 2021 წლის ბოლოს- 2022 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

1. Hongqi S9

Hongqi S9 კონცეფციის დებიუტი 2019 წელს შედგა, მან კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. თავდაპირბელად ავტომობილის წარმოების ბედი გაურკვეველი იყო, თუმცა 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, კომპანიამ წარმოების დაწყება დაადასტურა. აღნიშნეს რომ პირვანდელი შთამბეჭდავი დიზაინი და მახასიათებლები უცვლელი იქნებოდა.

1,400 ცხენის ძალის მქონე ავტომობილი მარანელოში, ახალ ქარხანაში, Ferrari-ს სათაო ოფისთან ახლოს აშენდება. Hongqi-მ, პროექტის განსახორციელებლად Ferrari-სა და Lamborghini-ის ყოფილი აღმასრულებლების გუნდი მოიყვანა, საინტერესოა, როგორ შედეგს დადებს „ჩინურ-იტალიური“ თანამშრომლობა.

წინა სტატიასამეფო კარის მანქანები
შემდეგი სტატიაAston Martin Valkyrie-ის წარმოება დაიწყო