10 იაპონური ბიუჯეტური ჯიპი, რომლებიც ამერიკულ და ევროპულ ლეგენდებს ღირსეულ მეტოქეობას უწევენ

საავტომობილო ბაზარზე არსებულ სიტუაციას თუ გადავხედავთ ნათლად დავინახავთ, რომ იაპონური ავტომწარმოებლები ამ გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეები არიან.

ყოველწლიურად, ისეთი ინდუსტრიული გიგანტები, როგორებიც არიან ტოიოტა და ჰონდა მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა საწარმოებში მილიონობით მანქანას აწარმოებენ.

მზარდი მოთხოვნის გამო, გასაკვირი არ არის რომ კომპაქტური ჯიპები წარმოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

იაპონური ბრენდები, ჯიპების მაღალ კონკურენტულ ბაზარზე,  გამოირჩევიან-პრაქტიკულობით, ეფექტურობით და საიმედოობით.

ევროპისა და ამერიკის ბრენდებთან შედარებით, იაპონური მანქანები შედარებით ხელმისაწვდომია.

იმის დასამტკიცებლად, რომ ფასი, რიგ შემთხვევაში ხარისხს არ განსაზღვრავს გაგაცნობთ 10 იაპონურ, ბიუჯეტურ ჯიპს, საკმაოდ კარგი მახასიათებლებით.(ჩვენს ვალუტაზე თუ არ გადმოვიანგარიშებთ, ნამდვილად  ნორმალური ფასები აქვთ)

10. 2021 Nissan Rogue Sport

2021 წლისთვის, Nissan Rogue Sport-ის, საწყისი ფასი 25,335 აშშ დოლარია. ავტიმობილი გთავაზობთ შეუფერხებელ მგზავრობას, საწვავის ეფექტურობას/ეკონომიურობას და მძღოლის დახმარების მოწინავე სისტემებს.

2.0-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავი 141 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ბრუნვის მომენტი კი 199 ნიუტონ/მეტრია.

9. 2021 Subaru Forester

მეხუთე თაობის, სუბარუს გლობალურ პლატფორმაზე დაფუძნებული სუბარუ ფორესტერის ფასი 25,845 აშშ დოლარიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ის კლასის ლიდერი არ არის, კარგი მონაცემების და მახასიათებლების გრძელი სია მას საუკეთესო კომპაქტური ჯიპების რიგებში ათავსებს.

მიმზიდველი ინტერიერი აღჭურვილია ადვილად გამოსაყენებელი საინფორმაციო-გასართობი სისტემით და საკმაოდ კარგი სივრცით 5 ადამიანისთვის.

8. 2021 Subaru Crosstrek

2021 წლისთვის Crosstrek-მა ახალი ელფერი მიიღო-სპორტულ მოდელს პლუს ახალი 2.5-ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავი.

სტანდარტული ყველა წამყვანი თვლის და მაღალი კლირენსის წყალობით Crosstrek-ი მიგიყვანთ ისეთ ადგილებში, სადაც სხვა კომპაქტური ჯიპები ვერ დადიან. ის ასევე გამოირჩევა საწვავის ეკონომიურობით და სამგზავრო და სატვირთო სივრცის მოცულობით.

7. 2021 Mazda CX-30

საკმაოდ კარგი შეფასებები აქვს Mazda CX-30-ს. ისევე როგორც მაზდას მოდელების უმეტესობა, ისიც  კარგად მუშაობს და შემოთავაზებული აქვს 2,5-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 5,8 წამში ახერხებს.

ის ასევე აღჭურვილია მოწინავე ინფო-გასართობი და უსაფრთხოების/მძღოლის დახმარების სისტემებით. შემოთავაზებულია 8 ვარიაციით.

6. 2021 Toyota C-HR

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის Toyota C-HR არ არის სრულყოფილი ჯიპი, უნდა გამოიყოს რამდენიმე სფერო, სადაც ის მშვენივრად მუშაობს.

ის საკმაოდ ეკონომიურია, უსაფრთხოების მიზნით, ის გთავაზობთ მძღოლის დამხმარე ფუნქციების ფართო სპექტრს (ბილიკის შენარჩუნება, საკრუიზო კონტროლი, ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭება და სხვ.) მისი საიმედოობის ქულა 100-დან 86-ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

5. 2021 Mazda CX-3

Sport შეფუთვის მაზდა CX-3-ის ფასი 21,965 აშშ დოლარიდან იწყება. მისი 2.0-ლიტრიანი ძრავი 146 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.  ის საკმაოდ ეკონომიურია.

მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო სივრცე შეზღუდულია და უკანა სავარძელი მჭიდროა, ინტერიერი აგებულია კარგი ხარისხის მასალებით.

4. 2021 Honda HR-V

2021 წლის, 1.8 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავის მქონე Honda HR-V-ის ფასი 22,445 დოლარიდან 30,565 დოლარამდე მერყეობს, ის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული კომპაქტური ჯიპია ბაზარზე.

ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებით ის ნამდვილი ჩემპიონია. 2021 HR-V მძღოლის დახმარების/უსაფრთხოების სხვადასხვა ტექნოლოგიასაც გთავაზობთ.

3. 2021 Honda CR-V

ავტომობილის საწყისი ფასი 26,575 აშშ დოლარია. ისიც, HR-V-ის მსგავსად, ერთ-ერთი საუკეთესო კომპაქტური ჯიპია. შიდა სივრციდან გამომდინარე, მგზავრობისთვისაც საკმაოდ კომფორტულია. ის ოჯახების „მეგობარ“ ჯიპად ითვლება.

1.8 ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავი 190 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯიპი საკმაოდ ეკონომიურია. CR-V-ს დამყოლი და მგრძნობიარე მუხრუჭები, კომფორტული და მშვიდი მგზავრობის გარანტია.

2. 2021 Mazda CX-5

Mazda CX-5-ის ფასი 26,545 აშშ დოლარიდან იწყება. მას მდიდრული ინტერიერი, კომფორტული სავარძლები და თანამედროვე საინფორმაციო-გასართობი სისტემები აქვს.

ასევე შემოთავაზებულია მძღოლის დახმარების მოწინავე მახასიათებლების შთამბეჭდავი შემადგენლობა. CX-5  უსაფრთხო, კომფორტულ და ხარისხიან მგზავრობას უზრუნველყოფს.

1. 2021 Nissan Kicks

2021 წლის Nissan Kicks-ი იდეალური თანამგზავრია მათთვის, ვისაც უმეტეს წილად ქალაქში უწევთ გადაადილება. მცირე ზომის მიუხედავად, Kicks გამოირჩევა საკმაოდ კარგი ტვირთამწეობით.

ავტომობილს 122 ცხენის ძალა აქვს. საწვავის თვალსაზრისითაც საკმაოდ ეკონომიურია. მისი შეძენა კი 20,775 დოლარად შეიძლება.

წინა სტატია10 საუკეთესო კლასიკური, სპორტული ტიპის ავტომობილი ბიუჯეტურ ფასად
შემდეგი სტატიაBugatti Bolide-მ წლის ყველაზე ლამაზი ჰიპერ მანქანის ტიტული მიიღო