მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ადამიანების უმეტესობა თავისი სუპერ მანქანების კოლექციებით ამაყობს ამ 10-მა ადამიანმა კლასიკური შედევრების ფასი ნამდვილად იცის

ცნობილი ადამიანების, ე.წ „სელებრითების“ უმეტესობა ფულს ძვირადღირებულ, ექსტრავაგანტულ  სუპერქარებში ხარჯავს. საბედნიეროდ არიან ისეთებიც, რომლებმაც ფანტასტიკური, ძველი კლასიკური მანქანების ფასი კარგად იციან.

ისინი ამ „ინვესტიციით“ უცვლელი, კლასიკური მანქანების მიმართ გულწრფელი ენთუზიაზმის დემონსტირებას ახდენენ.

ზოგიერთი მათგანი ამ დიდებულების ავტოფარეხში „გამომწყვდევას“ არ სჯერდება და საზოგადოებას ამ გენიალური ქმნილებებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

წარმოგიდგენთ ვინტაჟური ავტომობილების მფლობელ 10 ცნობილ ადამიანს:

10. Robert Downey Jr. – 1965 Chevrolet Corvette

რკინის კაცი  „რკინის“ მანქანებისადმი სიყვარულითაც გამოირჩევა

გარდა მისი უზარმაზარი ქონებისა და მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს შთამბეჭდავი სუპერგმირობისა, რკინის კაცი  „რკინის“ მანქანებისადმი სიყვარულითაც გამოირჩევა.

მისი კოლექცია განსაცვიფრებელი ავტომობილებისგანაა დაკომპლექტებული. კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული კლასიკური ავტომობილი- „65 Chevy Corvette Stingray“-ია.

აღსანიშნავია, რომ რობერტ დაუნ უმცროსს და მის გასაოცარ შევროლეტს ერთად ხშირად აფიქსირებენ.

მისი მაქსიმალური სიჩქარე 186 კმ/სთ-ია

გლუვი ფორმების კორვეტს ქარხნული V8 ძრავი მოჰყვა, მისი მაქსიმალური სიჩქარე 186 კმ/სთ-ია. რობერტის ანტიკვარული როდსტერისადმი სიყვარული გასაკვირი ნამდვილად არ არის.

9. Ice Cube – 1963 Chevrolet Impala

Chevy Impala 1958 წლიდან იწარმოება

Chevy Impala, რომელიც 1958 წლიდან იწარმოებოდა, რეპერების გულებში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. Chevy-ს ამ ძვირფასი „ექსპონატის“ ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ო’ში ჯექსონია. ის 1963 წლის 2-კარიან კაბრიოლეტ იმპალას მართავს.

60-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს სედანს V8 ძრავი აქვს

ექსტრავაგანტული გარეგნობის „საგანძურს“  მტკიცე ბაზა, დახვეწილი ინტერიერი და გამორჩეული მახასიათებლები აქვს. 60-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს სედანს V8 ძრავი აქვს. იმპალას „დაჟანგული“ ვერსიაც კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

8. Matthew McConaughey – 1981 Chevrolet Camaro Z28

მეთიუ მაკკონაჰი ვინტაჟურ და პრაქტიკულ მანქანებს ანიჭებს უპირატესობას

იმის მიუხედავად რომ მეთიუ მაკკონაჰს სწრაფი მანქანები უყვარს, ის  ვინტაჟურ და პრაქტიკულ მანქანებს ანიჭებს უპირატესობას.

მისი შავი, 1981 წლის Chevy Camaro Z28, როგორც ჩანს,  მისი მანქანების კოლექციაში, ყველაზე მიმზიდველია, აღსანიშნავია რომ ეს ავტომობილი მას მეუღლემ აჩუქა.

ავტომობილი 175 ცხენის ძალის მქონე 5.7-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი

მაკკონაჰი უნიკალური Camaro Z28-სთან ერთად ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს. მისი დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი მსახიობის სტილს და გემოვნებას ზუსტად ესადაგება.

ეს ესთეტიკურ ავტომობილი 175 ცხენის ძალის მქონე 5.7-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. ის თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო კუპედ ითვლება.

7. Justin Timberlake – 1967 Pontiac GTO Convertible

ჯასტინ ტიმბერლეიკი ნამდვილად ენთუზიასტი კოლექციონერია

ჯასტინ ტიმბერლეიკი ნამდვილად ენთუზიასტი კოლექციონერია, მის ავტოფარეხში შეხვდებით ისეთ მანქანებს, როგორებიცაა- 1968 წლის Alfa Romeo Spider, 1993 Acura Legend და Hummer H3 და სხვ.

თუმცა, გრემის ჯილდოს მფლობელ არტისტს გამორჩეული, 1967 წლის Pontiac GTO Convertible ჰყავს.

ავტომობილს 360 ცხენის ძალის მქონე 6.6 ლიტრიანი V8 ძრავი აქვს

ავტომობილს შთამბეჭდავი, 360 ცხენის ძალის მქონე 6.6 ლიტრიანი V8 ძრავი აქვს. კაბრიოლეტი შავ და წითელ მორთვაშია, ის, ჯასტინმა იდეალურ მდგომარეობაში შეინარჩუნა.

6. Beyoncé Knowles- 1959 Rolls-Royce Convertible Silver Cloud

ბიონსე ავტომწარმოებლის უიშვიათეს კლასიკას 1959 წლის Convertible Silver Cloud-ს ფლობს

ბიონსე არა მხოლოდ ამ გამორჩეული ბრენდის ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელია ის ავტომწარმოებლის უიშვიათეს კლასიკას 1959 წლის Convertible Silver Cloud-ს ფლობს.

ცნობილია, რომ ამ მოდელის 2000 ეგზემპლარი გამოვიდა. ეს უიშვიათესი და ულტრა ძვირადღირებული მანქანა მან 25 წლის იუბილეზე, ჯეი-ზისგან მიიღო საჩუქრად.

კაპოტის ქვეშ 6.2 ლიტრიანი ძრავია მოთავსებული

ამ საოცარი კაბრიოლეტის კაპოტის ქვეშ მოთავსებული 6.2 ლიტრიანი ძრავი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 10 წამში უზრუნველყოფს. ეს სახელგანთქმული კლასიკა, მინიმუმ,  მილიონ დოლარადაა შეფასებული.

5. Ben Affleck -1966 Chevelle SS 396

მსახიობს მანქანების ისეთივე მრავალრიცხოვანი და საინტერესო კოლექცია აქვს, როგორიც ფილმების.

დაბალბიუჯეტიანი ფილმებიდან ჰოლივუდის ერთ-ერთ მთავარ და მაღალანაზღაურებად ვარსკვლავობამდე- ეს ბენ აფლეკის განვლილი გზაა. მსახიობს მანქანების ისეთივე მრავალრიცხოვანი და საინტერესო კოლექცია აქვს, როგორიც ფილმების.

1966 წლის Chevelle SS 396 მისი საყვარელი კლასიკაა

1966 წლის Chevelle SS 396 მისი საყვარელი კლასიკაა, აღსანიშნავია, რომ ბენი თავის საყვარელ ავტომობილთან ერთად ხშირად მოგზაურობს.

გარდა ალუბლისფერი შეფერილობისა, მსახიობმა მასიური რვა-ცილინდრიანი ძრავის კიდევ უფრო გასაძლიერებლად გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

4. Aaron Paul – 1965 Shelby Cobra

ემის ჯილდოს მფლობელი მსახიობი 1965 წლის იშვიათ კლასიკურ Shelby Cobra-ს ფლობს.

აარონ პოლს საზოგადოება, ძირითადად, Breaking Bad-ის ჯესი პინკმენის როლით იცნობს. აარონის მანქანების მიმართ სიყვარული, მისი მრავალფეროვანი კოლექციით გამოიხატება.

ემის ჯილდოს მფლობელი მსახიობი 1965 წლის იშვიათ კლასიკურ Shelby Cobra-ს ფლობს.

ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,5 წამში ახერხებს

ავტომობილი შესანიშნავი 7.0-ლიტრიანი V8 FE ძრავითაა აღჭურვილი. ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,5 წამში ახერხებს.

მანქანა ავტომოყვარულებსა და მანქანების კოლექციონერებში დიდი მოწონებით სარგებლობს. ღია სახურავიანი, ლურჯი ფერის, თეთრზოლიანი ავტომობილი საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იქცევს.

3. Adam Levine – 1958 Porsche 356A

ადამ ლევინის საყვარელი კლასიკა 1958 წლის პორშეა

ადამ ლევინის საყვარელი კლასიკა 1958 წლის პორშეა. ლოს-ანჯელესის ქუჩებში, თავის პარტნიორთან ერთად, შავ კაბრიოლეტ პორშეზე „ამხედრებულ“ ადამსს ხშირად ხედავენ.

Maroon 5-ის მთავარი ვოკალისტი მთლიანად ბრენდზეა შეყვარებული

Maroon 5-ის მთავარი ვოკალისტი პორშეზე, მთლიანად ბრენდზეა შეყვარებული. მისი და პორშეს ურთიერთობა ადამის გერმანული ავტომწარმოებლით შემყრობილ ბიძას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ადამი ახალ სრულად ელექტრულ პორშე Mission E-სს არეკლემაბს.

2. Nick Mason – 1963 Ferrari 250 GTO

მისი საყვარელი კლასიკა 1963 წლის Ferrari 250 GTO-ა

Pink Floyd-ის დრამერის ავტოფარეხი ფერარის, ასტონ მარტინის, მაზერატის, პორშესა და ბუგატის ფასდაუდებელი კოლექციითაა ცნობილი.

თანამედროვე სუპერმანქანებიდან დაწყებული, ულტრა იშვიათ ვინტაჟამდე დამთავრებული, მას ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მისი საყვარელი კლასიკა 1963 წლის Ferrari 250 GTO-ა.

ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ მანქანად ითვლება.

საკულტო V12 მანქანა ახლა, დაახლოებით, 70 მილიონი დოლარი ღირს

ბირმინგემში დაბადებულმა დრამერმა ეს იშვიათი გრანდ ტური 1977 წელს, 35 000 გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ავტომობილი სულ 36 ეგზემპლარადაა შექმნილი.

მას 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარება 5.4 წამში შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 280კმ/სთ-ია. საკულტო V12 მანქანა ახლა, დაახლოებით, 70 მილიონი დოლარი ღირს.

1. George Clooney – 1958 Chevrolet Corvette V8 C1 Convertible

მისი საყვარელი მანქანა ალუბლისფერი წითელი 1958 წლის Chevrolet Corvette V8 C1 კაბრიოლეტია

ჰოლივუდის მაღალი დონის ვარსკვლავების უმეტესობას კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ ჯორჯ კლუნი მაინც სხვა საფეხურზეა.

ის ავტომობილების ფანატიკოსია, მისი საყვარელი მანქანა ალუბლისფერი წითელი 1958 წლის Chevrolet Corvette V8 C1 კაბრიოლეტია.

როდესაც ჯორჯი პატარა იყო ეს მანქანა მამამისმა ნიკ კლუნიმ შეიძინა. ნიკის ძვირფასი ქონება მის შვილს მემკვიდრეობით გადაეცა, ჯორჯი კი საგულდაგულოდ უფრთხილდება ამ ეგზოტიკურ ძვირფას „ექსპონატს“.

1958 წლის Corvette შეიქმნა იმისთვის, რომ მძღოლებისთვის როდსტერის მართვის სიამოვნება მიენიჭებინა

ჯორჯ კლუნი ბევერლი ჰილზის გარშემო ამ შთამბეჭდავი ავტომობილით თამამად მოგზაურობს. თუ კორვეტების ოჯახს იცნობთ, მაშინ ამ საკულტო კლასიკას აუცილებლად გამოარჩევთ.

1958 წლის Corvette შეიქმნა იმისთვის, რომ მძღოლებისთვის როდსტერის მართვის სიამოვნება მიენიჭებინა. დღევანდელი სტანდარტებით, Corvette შესანიშნავ შესრულებას უზრუნველყოფს. ამ შთამბეჭდავი ავტომობილის ბაზარზე „შოვნა“ ძალიან ძნელია.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატიაელექტრიფიცირებული Porsche 356 მექანიკური გადაცემათა კოლოფით
შემდეგი სტატიაყველაფერი, რაც 2023 წლის Toyota 4Runner-ის შესახებაა ცნობილი