Bugatti-მ ამ კვირაში მისი ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვების, Type 13-ის ტრიუმფის 100 წლის იუბილე იტალიაში, სპეციალური 2-დღიანი ღონისძიებით აღნიშნა

Bugatti Type 13-ის ისტორიული გამარჯვების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება უმშვენიერესი გარდას ტბის საპანიროზე დაიწყო და ბრეშაში დასრულდა. მისი ორგანიზატორი Bugatti Club Italia იყო.

იუბილეზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი Type 13-ები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების მონაწილეებმა ამ ისტორიული რბოლის ადგილები მოინახულეს.

Type 13- ძლევამოსილი ლეგენდა

ავტომობილის ძრავი 49 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა

Gran Premio delle Vetturette 1921 2 ქალაქს, Montichiari-სა და Brescia-ს შორის გაიმართა. მცირე ზომის მსუბუქი მანქანების რბოლა 60 წრე-ზე (17,3 კილომეტზე) შედგა.

1000 კილომეტრის გავლის შემდეგ, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილი Type 13-მა დაიკავა.

ამ ფაქტმა Bugatti- ომამდელ, ძლევამოსილ ლეგენდად აქცია.

1921 წლისთვის Bugatti Type 13-ის 4-ცილინდრიანი, 4სარქველიანი ძრავის მოცულობა გაიზარდა 1,45 ლიტრამდე. მათ ასევე გაზარდეს შეკუმშვის კოეფიციენტი და კარბურატორის ნაკადის სიჩქარე.

ძრავი 49 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მსუბუქი ბორბლების წყალობით (წინამორბედი ხისგან განსხვავებით) Type 13 სულ რაღაც 490 კგ-ს იწონიდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-იყო.

ძლიერი, სწრაფი და რაც მთავარია, მოქნილი- მრბოლელები Type 13-ის შესახებ

ეს ისტორიული რბოლა, Bugatti-ს დიდი წარმატების პერიოდის საწყისად ითვლება

მძღოლებმა, რომლებმაც Type 13 მართეს, განაცხადეს, რომ მანქანა იყო ძლიერი, სწრაფი და რაც ყველაზე მთავარია- მოქნილი.

მას სახასიათო ვიზუალი ჰქონდა, როგორც ამბობენ ის იყო წმინდა სისხლის, „ძარღვიანი“ ავტომობილი. ამიტომაც შეარქვეს მეტსახელად “pur sang”, რომელსაც ბუგატთან მიმართებით დღემდე იყენებენ .

ბრენდისთვის ეს რბოლა იმდენად ამაღელვებელი და დიდი მნიშვნელობის იყო, რომ ყველა მომდევნო ოთხსარქველიანი ავტომობილი, Type 13-ის დომინანტური წარმატების პატივსაცემად “Brescia”-ს სახელწოდებას ატარებდა.

ეს ისტორიული რბოლა Bugatti-ს დიდი წარმატების პერიოდის საწყისადაც ითვლება. შემდგომ შეიქმნა Type 15, Type 17, Type 23 (რომლებიც, ასევე, იყენებდნენ ოთხსარქველიან ძრავს).

Type 35-ის ინსპირაცია

მოდელის ნიმუში

ის, ასევე, ინსპირაცია იყო Type 35-ის, რომელიც ყველა დროის, ყველაზე წარმატებულ სარბოლო მანქანად ითვლება.

Type 13 ბრენდის პირველი პატარა, ღია სპორტული მანქანა იყო, რომელმაც Bugatti-ის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა.

მან, ამ ფაქტით, დიდი და მძიმე სარბოლო მანქანების „ერა“ დაასრულა და საფუძველი ჩაუყარა პატარა, მსუბუქ სარბოლო ავტომობილებს.

GALLERY: Bugatti Type 13

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
წინა სტატია2021 წლის ელექტრო მანქანები-რომელი, სად და როდის გამოვა?
შემდეგი სტატიაჰოლანდიელმა სტუდენტებმა მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე სამგზავრო ავტოფურგონი-Stella Vita შექმნეს