კომფორტული, ამავე დროს ძლიერი და სპორტული, BMW iX-ი ბრენდის ელექტრული ხაზის ახალი ფლაგმანია.

საზოგადოება, BMW iX-ს უკვე დიდი ხანია ელოდება. თავდაპირველად კონცეფცია 2018 წელს, პარიზის საავტომობილო შოუზე, Vision iNext-ის სახით გამოჩნდა. ეს არის BMW-ს რიგით მესამე EV i3 და iX3-ის შემდეგ.

სრული სვლით წინ! BMW მიიჩნევს, რომ გამორჩეული სტილის დიდი ჯიპი გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმ მნიშვნელოვან „ტრანსფერზე“, რომელიც – შიდა წვის ძრავიდან ელექტრულ ძრავზე გადასვლას გულისხმობს.

BMW-ს „i“ ქვე-ბრენდის ფლაგმანი

BMW iX-ის მომოხილვა
ახალმა ფლაგმანმა ბრენდის დიზაინში განსხვავებული შტრიხების შეტანით, თავისი ხელწერა დატოვა

აღნიშნავენ, რომ iX დიდ გავლენას მოახდენს ახალ მოდელებეზე, როგორებიცაა: i4 და შემდეგი თაობის მე-5 და მე-7 სერიები.

მოდელის სახელში რიცხვის არარსებობა BMW-ს „i“ ქვე-ბრენდის რიგებში მის პოზიციონირებაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ Vision iNext–ის რადიკალური ხაზები წარმოების ვერსიაში აღარ გამოიყენეს, თუმცა, ახალმა ფლაგმანმა ბრენდის დიზაინში განსხვავებული შტრიხების შეტანით, თავისი ხელწერა დატოვა.

რაც შეეხება ვარიაციებს, xDrive40-ს 326 ცხენის ძალა აქვს. XDrive50-ს 516. ასევე საუბარია M60-ზე, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა autocar-მა iX xDrive50 Sport დატესტა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

პანელური ცხაური და LED ფარები

iX-ის ვიზუალის ძირითადი პროპორციები X5-ის ხაზს მიყვება, თუმცა ზედაპირები უფრო გლუვი და მომრგვალებული აქვს.

ცხაურის იმიტაცია შექმნილია გამჭვირვალე, კომპოზიციური პანელისგან, რომლის მიღმაც განთავსებულია მძღოლის დამხმარე სისტემის სენსორები. ავტომობილს აქვს უახლესი LED განათების თხელი ფარები.

შუქდიოდური სამუხრუჭეები

BMW iX-ის მომოხილვა
iX-ის კარები ჩარჩოების გარეშეა და ჩვეულებრივი სახელურების ნაცვლად ელექტრონული მექანიზმი აქვს

BMW-ს ჯიპების ხაზში პირველად, iX-ის კარები ჩარჩოების გარეშეა და ჩვეულებრივი სახელურების ნაცვლად ელექტრონული მექანიზმი აქვს.

ბორბლის პოლიგონალური თაღები კორპუსის გვერდებს ერწყმის და ერთიან, განუყოფელ სურათს ქმნის.

უკანა მხარეს აქვს თხელი, ჰორიზონტალური, შუქდიოდური სამუხრუჭეები.

iX-ის სიგრძე 4.9 მეტრია, სიგანე- 1,9 მეტრი, სიმაღლე კი- 1,6 მეტრი.

iX-სს ორი ელექტროძრავი და მართვის ორი რეჟიმი- Efficiency და Sport აქვს

დახვეწილი ექსტერიერის iX-ი BMW-ს CLAR პლატფორმის მოდიფიცირებულ ნახშირბადბოჭკოვან ვერსიას იყენებს. ავტომობილი 2510 კილოგრამს იწონის.

iX-სს ორი ელექტროძრავი და მართვის ორი რეჟიმი- Efficiency და Sport აქვს.

XDrive50-ი წინა და უკანა ძრავების მეშვეობით 516 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0 დან- 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4,6 წამი სჭირდება. მას 105.2 კვტ/სთ-იანი ლითიუმის იონური ბატარეის პაკეტი აქვს.

მისი დიაპაზონი 548 კმ-დან- 630 კმ-მდეა (BMW აცხადებს, რომ 0-100% დატენვას 35 წუთი სჭირდება)

ექვსკუთხა საჭე და ინფო-გასართობი ეკრანები

BMW iX-ის მომოხილვა
BMW-მ iX-სთვის თავისი iDrive სისტემა კიდევ უფრო დახვეწა, ის პირველი მოდელია, რომელმაც მერვე თაობის ვერსია მიიღო.

როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი ავტომწარმოებლის დიზაინის ახალ მიმართულებას წარმოადგენს.

პირველი, რაც თქვენს ყურადღებას იპყრობს, არის ექვსკუთხა საჭე, ციფრული პანელები და ინფო-გასართობი ეკრანები, რომლებიც ხმოვანი ბრძანებით იმართება.

BMW-მ iX-სთვის თავისი iDrive სისტემა კიდევ უფრო დახვეწა, ის პირველი მოდელია, რომელმაც მერვე თაობის ვერსია მიიღო.

პანორამული სახურავი

BMW iX-ის მომოხილვა
 მზის სხივების შემოსვლის ავტომატური კონტროლი

შუშის პანორამული სახურავი, სურვილისამებრ, ავტომატურად კონტროლდება. თქვენ შეგიძლიათ მზის სხივების შემოსვლა საჭიროებისამებრ აკონტროლოთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გადამუშავებული მასალის გამოყენება ინტერიერში, მაგალითად, სავარძლების საფარისთვის გამოყენებულია პოლიესტერი.

iX-ის შემთხვევაში აქცენტი კეთდება კომფორტზე და სიმსუბუქეზე, აღსანიშნავია, რომ ორივე მისი ძლიერი მხარეა. როგორც უკვე აღვნიშნე iX-ის უფრო მძლავრ ვერსიებზეც მუშაობენ, და აქედან გამომდინარე გაუმჯობესდება შესრულებაც და სხვა მახასიათებლებიც.

iX-ის საწყისი ფასი, როგორც autocar-ი ამბობს £91,905 გირვანქა სტერლინგია, რაც უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით, 123 844 აშშ დოლარია.

წინა სტატიაRolls-Royce დიდი ხნის დანაპირებ ელექტრომობილს წარადგენს
შემდეგი სტატიაRolls-Royce Spectre- ელექტრომობილის წარმოება 2023 წლისთვის იგეგმება