BMW-მ, მიუნხენის საავტომობილო გამოფენაზე ახალი, 4-ადგილიანი ელექტრომობილი i Vision Circular-ი წარადგინა, რომელიც 2040 წლის კონცეპტუალური საქალაქო ტრანსპორტის სახეა.

გერმანული ბრენდის თამამი კონცეფცია i Vision Circular-ი რადიკალური ზომებით და სახასიათო დეტალებით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ის, ზომით  i3 ელექტრო „სუპერმინის“ ჰგავს. ოლივერ ზიპსი ამბობს, რომ ეს პროექტი მხოლოდ კონცეპტუალური ექსპერიმენტია და გადაჭრით ვერ ვიტყვით რომ ეს, მომავლის ელექტრომობილების დიზაინის ენაა, რომლის განხორციელებასაც, ავტომწარმოებელი, 2025 წლიდან გეგმავს.

i Vision Circular-ი განსაკუთრებულ ყურადღებას მისი შექმნის სპეციფიკით იპყრობს. ის შექმნილია „წრიული ეკონომიკის“ პრინციპების გამოყენებით, რომელიც გადამუშავებული მასალის მეორეულ, მესამეულ და ა.შ გამოყენებას გულისხმობს.

რადიკალური ზომები და სახასიათო დეტალები

კონცეფცია შეიქმნა გადამუშავებული, მეორეული  მასალების გამოყენებით, რომელთა შემდგომი ხელახალი  გადამუშავებაა შესაძლებელია. ეს მოიცავს მის მყარ ბატარეასაც, რომელსაც ენერგიის უფრო მაღალი სიმკვრივე აქვს, ვიდრე დღევანდელ ლითიუმ-იონურ პაკეტებს.

BMW–ს მიაჩნია, რომ ავტომობილის დამზადების გზა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი გამონაბოლქვი.

კომპანია გეგმავს რომ, შიდა წვის ძრავების ელექტრო ენერგიით ჩანაცვლების გარდა, გამოყენებული მასალის „ეკომეგობრულობაზეც“ გააკეთოს აქცენტი. ამ გენიალური იდეების 40%-ის განხორციელებას, 2030-წლისთვის გეგმავენ.

უჩვეულო ექსტერიერი

რაც შეეხება i Vision Circular-ის ექსტერიერს, ტრადიციული ცხაური შეიცვალა ციფრული გრაფიკული ზედაპირით, რომელზეც განთავსებულია ფარები. მანქანის კორპუსი ლაზერითაა გრავირებული.

ავტომობილს BMW-სთვის არადამახასიათებელი ვიზუალი აქვს, ის აერთიანებს SUV და MPV ელემენტებს.

კარები თითოეულ მხარეს საპირისპირო მიმართულებით იხსნება, ის ამით ინტერიერის სრული სურათის დანახვას უზრუნველყოფს.

“ეკომეგობრული” მასალები

საბურავები დამზადებულია მდგრადი, დამუშავებული ბუნებრივი რეზინისგან.

კორპუსი მეორეული შეუღებავი ალუმინისგანაა დამზადებული.(ისევე, როგორც Mini-ს მინიმალისტური კონცეფცია) ალუმინი ანოდიზირებულია ღია ოქროსფერი საფარით.

მანქანის უკანა მხარე კონსტრასტულია, თერმული დამუშავების შემდეგ მან ღია ლურჯი შეფერილობა მიიღო.

ლავანდისფერი სალონი 3D დეტალებით

რაც შეეხება ინტერიერს – სალონი საკმაოდ მინიმალისტურია, ის გაწყობილია 3D პრინტის პანელებით, რომლებშიც ლავანდისფერი “ნერვული სტრუქტურის” კრისტალები გადის და მას მომაჯადოვებელი განათების ეფექტს აძლევს.

მანქანის სავარძლებიც ლავანდისფერია, მათ ალუმინის ჩარჩო და გადამუშავებული პლასტმასის საფარი აქვთ.

შუშის პანორამული სახურავი

შუშის პანორამული სახურავი ხელს უწყობს სინათლის გაზრდას სალონში.

ხისგან დამზადებულ, 3D საჭეზე განთავსებული ინტერაქციული „ბალიშების“ მეშვეობით, მძღოლს შეუძლია საჭირო ინფორმაცია საქარე მინის ქვედა ნაწილში გამოიტანოს. ავტომობილი, ასევე, აღჭურვილია, ახალი ციფრული ხმოვანი სისტემით.

BMW 2023 წლისთვის 12 ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. 2025 წლისთვის კი რადიკალურად განსხვავებულ Neue Klasse თაობის ელექტრომანქანებს ვიხილავთ.

  • თეგები
  • #BMW
წინა სტატიაMercedes Concept EQG- ახალი ელექტრომობილი G-Wagen-ის სტილით
შემდეგი სტატიაVW ID.Life- ფოლკსვაგენმა 2025 წლის ელექტრომობილის კონცეფცია წარადგინა