2022 წელს საინტერესო “ამბები” გველოდება, გთავაზობთ 10 გამორჩეულ ავტომობილს, რომელთა ხილვასაც საავტომობილო ინდუსტრია და არა მარტო, მოუთმენლად ელოდება

ყველა ვთანხმდებით, რომ 2021 წელი ავტოინდუსტრიაში გამორჩეული, მრავალფეროვანი და სიახლეების მომტანი იყო.

ვიმედოვნოთ, რომ 2022 წელი კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბატარეების გაუმჯობესებასთან ერთად დებიუტანტთა სიას სულ უფრო მეტი და მეტი ელექტრომობილი ემატება, კონკურენცია იზრდება და შესაბამისად, ავტომწარმოებლებს დღის წესრიგში დიაპაზონის გაზრდის აუცილებლობა დაუდგათ.

გთავაზობთ 10 საუკეთესო ავტომობილს, რომელთა ხილვასაც 2022 წელს უნდა ველოდოთ:

10. BMW iX1

ორი ელექტრო ძრავის მეშვეობით ჯიპს ე.წ „all-wheel drive“ სისტემა აქვს.

2022 წლის BMW iX1 ხუთ-ადგილიანი, საშუალო ზომის, ელექტროძრავის მქონე ძვირადღირებული ჯიპია. ის ერთ-ერთი იმ ელექტრო „ჯიპთაგანია“, რომელსაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდება. ორი ელექტრო ძრავის მეშვეობით ჯიპს ე.წ „all-wheel drive“ სისტემა აქვს.

BMW iX1-ს 282 ცხენის ძალა აქვს. ის 321-კილომეტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფს. ჯიპს საზოგადოება შოურუმებში 2022 წლის პირველ ნახევარში იხილავს. ის კონკურენციას გაუწევს Volvo XC40 P8 Recharge-სა და Mercedes EQA-ს.

9. Alfa Romeo Tonale

ის ისეთი ჯიპების კონკურენციისთვის შეიქმნა, როგორებიცაა: Audi Q3 და BMW X1.

Alfa Romeo Tonale 2022 წელს გამოვა, ის ბრენდის ახალი „შემტევი“ მოდელი იქნება. Tonale Stelvio-ს უმცროსი ძმაა. ის ისეთი ჯიპების კონკურენციისთვის შეიქმნა, როგორებიცაა: Audi Q3 და BMW X1.

მიმზიდველი გარეგნობის გარდა, Tonale ძრავების ვარიაციითაც გამოირჩევა, მათ შორისაა plug-in ჰიბრიდული ვერსიაც.

8. Dacia Bigster

2022 წლის ჯიპებს შორის, ღირებულების თვალსაზრისით, ის ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება.

Dacia Bigster დიდი ზომის ჯიპია. მას საკმაოდ დიდი სივრცე აქვს, დაახლოებით ისეთი, როგორიც VW Tiguan-ის. ჯიპის ფასი, დაახლოებით 26,600 დოლარი იქნება. 2022 წლის ჯიპებს შორის, ღირებულების თვალსაზრისით, ის ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება.

რაც შეეხება ძრავის ვარიანტებს, ის წარმოდგენილი იქნება 1.0-ლიტრიანი ტურბო და 1.3-ლიტრიანი ოთხ-ცილინდრიანი ბენზინის ძრავით, რომელიც  128 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

7. Audi Q6 e-Tron

ავტომობილი 482 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს

Audi Q6 e-Tron, ბრენდის ახალი სრულიად ელექტრო ჯიპი გზაშია. მან ტესტირების ყველა ეტაპი გაიარა. რაც შეეხება ვიზუალს, ის, როგორც ჩანს e-Tron GT-ის და Q4 e-Tron-ის გარკვეულ ვიზუალურ მახასიათებლებს იმეორებს.

Q6 e-Tron ფოლკსვაგენის ჯგუფის სისტემას, Premium Platform Electric-ს იმეორებს. სისტემა 482 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს. ამ პლატფორმით, ზოგიერთი ვერსიის სიმძლავრე 470 ცხენის ძალა იქნება, მოგვიანებით კი RS მოდელები 600 ცხენის ძალაზე მეტს და four-wheel drive სისტემას შესთავაზებენ.

6. BMW 7 Series

მე-7 სერია ყურადღებას ფუფუნებასა და ხარისხზე გაამახვილებს

BMW მე-7 სერია, სავარაუდოდ, 2022 წელს გამოვა და ის ისეთ კონკურენტს დაუპირისპირდება, როგორიცაა უახლესი Mercedes S-Class.

მოსალოდნელია, რომ შოურუმებში გამოვა, როგორც ჰიბრიდული, ასევე ელექტრო მოდელებიც, თუმცა ელექტრო მოდელი i7 „ბეიჯის“ ქვეშ მოექცევა. (ის, სავარაუდოდ, 482 კმ-იან დიაპაზონს შემოგვთავაზებს)

მე-7 სერია ყურადღებას ფუფუნებასა და ხარისხზე გაამახვილებს. გრძელბაზიან ვარიანტში მეტი სივრცე, უახლესი ტექნოლოგია და ინფო-გასართობი ეკრანი ექნება.

5. Aston Martin Vanquish Concept

მისი ჰიბრიდული V6-ტიპის ძრავი, 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მეორე თაობის Vanquish პენსიაზე  2018 წელს გავიდა, მაგრამ აშკარაა, რომ ავტომწარმოებელს ციკლი, ამ სახელწოდებით, ჯერ არ დაუსრულებია.

2020 წელს ასტონ მარტინმა მესამე თაობის Vanquish-ის წარმოება დააანონსა, როგორც კომპანიაში საუბრობენ, პროექტის 85% უკვე განხორციელებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სუპერ მანქანას, სავარაუდოდ,  მალე ვიხილავთ.

ამჯერად, ავტომობილი სრულიად ახალ დიზაინს მიიღებს და „დღის სინათლეზე“ „ჰიპერქარის“ სახით გამოვა. ასტონ მარტინი ახალი ავტომობილის ძრავის შუალედურ მოდელზე გადადის და მისი ჰიბრიდული V6-ტიპის ძრავი, 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

4. Citroën C5X

ავტომობილი კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორბიცაა: Peugeot 508 და Volkswagen Passat-ი

C5X ავტომწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი ახალი მოდელია, ის Citroën-ის ამბიციას, ავტომობილებთან მიმართებით, ზუსტად ასახავს. ის მანქანების რამდენიმე ვარიანტს აერთიანებს, მათ შორის-ჰეჩბექებს და ჯიპებს.

C5X C5 Aircross ჯიპის მსგავს ტექნოლოგიას იყენებს. ის იკვებება ბენზინით და  plug-in ჰიბრიდული ამძრავით. მისი სალონი სრულიად ახალი, 12-ინჩიანი ინფო-გასართობი ეკრანითაა აღჭურვილი.

ავტომობილი კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორბიცაა: Peugeot 508 და Volkswagen Passat-ი. C5X, დიდი ალბათობით, 2022-ში გამოვა.

3. BMW M2

მისი ძირითადი „კოზირი“ უკანა წამყვანი ბორბლები და მექანიკური გადაცემათა კოლოფი იქნება

BMW M2 სერიის ახალი კუპე მაღალი ხარისხის M2-ის ვარიანტია. ის მძღოლებს rear-wheel drive (უკანა ამძრავი) სისტემას შესთავაზებს. კუპეს მძლავრი 3.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავი ექნება, ის 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მისი ძირითადი „კოზირი“ უკანა წამყვანი ბორბლები და მექანიკური გადაცემათა კოლოფი იქნება.

2. Cupra Born

ფლაგმანური ვერსია 539 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს

Cupra Born-ი ესპანური ავტომწარმოებლის პირველი სრულად ელექტრო მოდელია. ის ფოლკსვაგენის ID 3-ის მსგავს პლატფორმაზეა დაფუძნებული.

Cupra Born აღჭურვილი იქნება სამი წამყვანი ვერსიით, 45 კვტ/სთ ბატარეის პაკეტით, 58 კვტ/სთ ბატარეით და 77 კვტ/სთ ბატარეით. ფლაგმანური ვერსია 539 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

Cupra Born-ის დამუხტვა 10-80 %-ით მხოლოდ ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი.

1.BMW M3 Touring

ავტომობილი კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორებიცაა: Audi RS4-სა და Mercedes C63 Estate.

BMW M3 Touring ათწლეულების განმავლობაში BMW-ს ენთუზიასტებისთვის სასურველი მანქანა იყო. და აი ისიც, მისი გამოსვლის თარიღად 2022 წელი სახელდება.

M3 Touring-ს ძლიერი 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო ექვსცილინდრიანი ბენზინის ძრავი ამოძრავებს.

ის შთამბეჭდავ 503 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორებიცაა: Audi RS4-სა და Mercedes C63 Estate.

წინა სტატია2024 BMW M5-ის ჯაშუშური ფოტოები
შემდეგი სტატიაLamborghini 2022-ში 4 ახალ პროდუქტს წარადგენს