კლასიკური ექსტერიერის და თანამედროვე შესაძლებლობების კომპოზიციური შერწყმა-ანუ საკულტო Alfa Romeo GT კუპეს-ს „რესტომოდი“ Alfa Romeo Giulia Quadrifoglio-ს ძრავით.

Alfa Romeo GT კუპე-ს პირველი მოდელის დებიუტი 1963 წელს შედგა, GT და GTV ხაზი 1965-წლამდე შეინარჩუნა. შემდეგ იყო Veloce და Junior ვარიანტები. საბოლოოდ, მოდელის წარმოება, 1977 წელს შეწყდა.

Emilia Auto

Emilia Auto-ს დამფუძნებლები

კომპანია Emilia Auto-ს, რომელიც კლასიკური მანქანების მიმართულებით მოღვაწეობს, კლასიკური Alfa Romeo-ს გაცოცხლება Restomod-ის ტექნიკით სურს. ახალ ვერსიას Emilia GT Veloce ერქმევა.

რაში მდგომარეობს ეს ფენომენალური ცვლილება? Emilia Auto-ს გერმანელი სპეციალისტები Alfa Romeo Giulia Quadrifoglio-ს ორტურბინიან, 2.9-ლიტრიან V6 ძრავს, კლასიკურ GT კუპეს შეუთავსებენ.

ამ ცვლილების შედეგად ავტომობილს ექნება 500 ცხენის ძალა (372 კილოვატი), 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია, ყველა წამყვანი თვალი და მისი ბრუნვის მომენტი 600 ნიუტონ/მეტრს მიაღწევს.

ძრავის განახლების გარდა, GT Veloce-ს ექნება თანამედროვე KW coilover კომპლექტი, ადაპტირებული საჭე და Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა. გაუმჯობესდება აეროდინამიკაც.

კლასიკური დიდებულებისა და თანამედროვე შესაძლებლობების ტანდემი

ვიზუალური თვალსაზრისით GT Veloce მთელს თავის დიდებულებას ინარჩუნებს. აიქონური V ფორმის ცხაური და მრგვალი ფარები მისი ყველაზე თვალსაჩინო დეტალია.

V6 ტიპის ძრავის და განახლებული სუსპენზიის გამო, Emilia auto-ს გუნდს ძრავის განყოფილების ხუფის (კაპოტის) შეცვლა მოუწიათ. მას უფრო გამოხატული ფორმა მისცეს.

დაამატეს LED განათება და შეცვალეს სამუხრუჭე შუქები. 19-ინჩიანი ბორბლებიც კი კლასიკური GT-ს ორიგინალი ვარიანტითაა შთაგონებული.

“დეკადების გრადაცია” ინტერიერში

შენარჩუნებულია ორიგინალი საჭე და მექანიკური გადამრთველი

ინტერიერიც კლასიკური ვარიანტითაა ინსპირირებული, ხის დიდი საჭე და ყველასთვის საყვარელი „სიგნალი“ უცვლელი რჩება.

ძველი სავარძლები Recaro-ს სპორტული სავარძლებით ჩაანაცვლეს, დაამატეს კონდიცირების სისტემა.

იმის მიუხედავად რომ მანქანა ავტომატური გადაცემათა კოლოფით იმართება ცენტრალურ კონსოლზე მაინც რჩება ძველი, მექანიკური გადამრთველი.

”ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ბევრ პოტენციურ მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოხიბლულნი არიან კლასიკური მანქანებით, დისკომფორტს უქმნის მათი „სისუსტეები“. შესაბამისად, კოლექციაში, ბევრი ლამაზი მანქანა რჩება უძრავად/უმოძრაოდ. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოსავალი წერტილი“- რალფ-ჰენდრიკ სტეინკუჰლერი, Emilia Auto-ს დამფუძნებელი.

ჯერჯერობით, Emilia GT Veloce მხოლოდ რენდერია. მაგრამ კომპანია უკვე იღებს შეკვეთებს. ცნობილია, რომ შეიქმნება, მხოლოდ, 22 ეგზემპლარი და საზოგადოება მას 2022 წლის მეორე ნახევარში იხილავს.

ამ „თანამედროვე კლასიკის“ ღირებულება 473,000 აშშ დოლარია.

წინა სტატიაSubaru WRX- ახალი ძრავი და პლატფორმა, ნაცნობი ვიზუალი
შემდეგი სტატიასაფეხბურთო მოედნიდან – საავტომობილო მოედნამდე-ანუ რონალდოს და მესის ავტოკოლექციები